Ford 3D-printing Mustang out of chocolate and
candy for Valentine's Day
17 თებერვალი
„ფორდმა“ და მისმა პარტნიორმა „3D სისტემზმა“,
წმინდა ვალენტინის დღისთვის, პოპულარულ პონი ქარ „მუსტანგის“ შეყვარებულ ფანებს,
ერთობ უჩვეულო საჩუქარი მოუმზადეს - ამ ავტომობილის უახლესი ვერსიის მასშტაბური
მოდელები ტკბილეულის სახით შესთავაზეს. თანაც, პატარა „მუსტანგები“ შოკოლადის და შაქარყინულისგან,
3D პრინტერზე „ამობეჭდეს“.
პროექტის დასაწყისში, უახლესი „მუსტანგის“ CAD
ფორმატში შესრულებული ნახაზები, პროგრამის სახით, 3D პრინტერში შეიყვანეს, რის
შემდეგაც, პრინტერი ამოქმედდა. შედეგად, საბეჭდმა მანქანამ სულ რამდენიმე საათში,
ათი სანტიმეტრის სიგრძისა და ხუთი სანტიმეტრი სიმაღლის პატარა „მუსტანგები“
„დაბეჭდა“.
„ჩვენ გვინდოდა, რაღაც სახალისო გაგვეკეთებინა, რაც
3D პრინტერის შესაძლებლობების დემონსტრირებაში დაგვეხმარებოდა. ასეთ დანადგარს
ჩვენ უახლესი „მუსტანგის“ შემუშავების პროცესში ინტენსიურად ვიყენებდით და ამავე
დანადგარზე, ტკბილეული „მუსტანგების“ დამზადებაც შესაძლებელია“, - ამბობს
„ფორდის“ სამგანზომილებიანი ბეჭდვის ხელმძღვანელი პოლ სუსალა.
მართალია, ტკბილეულის სახით დამზადებული
„მუსტანგების“ პირველი პარტია ვალენტინის დღეს მიეძღვნა, მაგრამ ცისფერ ოვალში ეს
იდეა მოეწონათ და ახლა კომპანია კარამელისა და შოკოლადის „მუსტანგის“ წარმოების
ლიცენზიის გაყიდვას აპირებს.
„შოკოლადით დამზადებული „ფორდ მუსტანგი“ - ეს წარმატების
რეცეპტია. ძალიან საინტერესო იყო იმის ცქერა, თუ როგორ ოსტატურად ახერხებს
თანამედროვე ტექნოლოგიები საავტომობილო ლეგენდების ისტორიის სულ სხვაგვარად
წარმოდგენას“, - ამბობს „ფორდის“ პროდუქტების ლიცენზირების მენეჯერი მარკ ბენტლი.
ახალი
„მუსტანგის“ პროტოტიპების დამზადებისას, „ფორდმა“ და მისმა პარტნრმა „3D
სისტემზმა“, სამგანზომილებიან პრინტერზე არაერთი დეტალი „დაბეჭდეს“. მათ შორის, ინტერიერის
ელემენტები, როგორებიცაა მაჩვენებლების დაფა, სალონის პანელები, სავენტილაციო
ცხაურები, ძრავის ცალკეული დეტალები, როგორიცაა ძრავის შემშვები კოლექტორი,
ცილინდრების ბლოკის თავაკი და ცილინდრების ბლოკიც კი, რადიატორის ცხაური, ფარები
და სხვა.
No comments:
Post a Comment