ოჯახს შუმის გამოჯანმრთელების სჯერა
Schu wins fight against pneumonia - report
14 თებერვალი
მალე 50 დღე შესრულდება მას შემდეგ, რაც მიხაელ
შუმახერი მართვად კომაში იმყოფება. და ამ დროის განმავლობაში, მისმა ოჯახმა მეორე
ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა. მასში ნათქვამია, რომ „ოჯახს მტკიცედ სჯერა
მიხაელის გამოჯანმრთელების“. ამასთან, განცხადება პასუხია ამ დღეებში, გერმანულ მედიაში
გავრცელებული ინფორმაციისა, რომელთაგან ერთმა ფ1-ის დიდი ჩემპიონის სიკვდილიც კი
გვამცნო...
რაც მთავარია, განცხადებაში ნათქვამია, რომ კვლავაც
გრძელდება შუმახერის გამოღვიძების პროცესი. ამასთან, მასში არაფერია ნათქვამი პნევმონიაზე.
ამასთან, ოჯახი მდლიერებას გამოთქვამს ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომლებიც შუმის გამოჯანმრთელებას
უსურვებს. „კეთილი სურვილები ძალიან გვეხმარება და იმედია, მიხაელსაც ეხმარება“, -
ნათქვამია ოჯახის განცხადებაში.
დღეს კი გერმანულ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია
იმის შესახებ, რომ შუმახერმა პნევმონია დაამარცხა. ამ სასიხარულო ცნობას გაზეთი „ბილდი“,
საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. გერმანული გაზეთის ინფორმაციით, ეს კომაში
მყოფი ჩემპიონის პირველი დიდი გამარჯვებაა სიცოცხლისთვის ბრძლაში!
No comments:
Post a Comment