დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Friday, January 24, 2014

„ფერარის“ ფანებმა ბოლიდის სახელად F14 T აირჩიეს

Motor racing-Ferrari fans settle on F14 T for new F1 car
24 იანვარი
„ფერარი“ თავის ახალ ბოლიდს ხვალ წარმოგვიდგენს, მისი სახელი კი პრეზენტაციამდე რამდენიმე საათით ადრე გაგვაცნო. როგორც ცნობილია, ახალი სარბოლი მანქანისთვის სახელის შესარჩევად, მარანლოელებმა სპეციალური კონკურესი ჩაატარეს, რომლის დროსაც, სკუდრიას ფანებს, საკუთარი არჩევანის დაფიქსირება შეეძლოთ. ამისათვის, სახელის რამდნიმე ვარიანტი სპეციალურ ვებ გვერდზე განათავსდა, ფანებს კი არჩევანი ამ საიტზევე უნდა გაეკეთებინათ.
საბოლოოდ, ფანებმა სახელად F14 T აირჩიეს. კონკურსის ცხრა დღის განმავლობაში, ამ სახელს 208 ქვეყნის (მათ შორის, გრენლადიიდანაც) 1 123 741-მა ფანმა მისცა ხმა. F14 T-ს მხოლოდ 19 104 ხმით ჩამორჩა F166 Turbo. ფანებს სულ ხუთ სავარაუდო სახელს შორის უნდა დაეფიქსირებინათ საკუთარი არჩევანი.
„სასიამოვნოა, როცა იცი, რომ მანქანის სახელი ფანებმა აირჩიეს. კონკურსში ამდენი ადამიანის მონაწილეობა კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, თუ რამდენად პოპულარულია „ფერარი“ მთელს მსოფლიოში. ეს ფაქტი ჩვენთვის დამატებითი სტიმულია იმისათვის, რომ მათი იმედები გავამრთლოთ“, - განაცხადა „ფერარის“ შეფმა სტეფანო დომენიკალიმ.

No comments:

Post a Comment