Ford Is America’s Best-Perceived Auto Brand in
2013
23 იანვარი
გასული წლის მონაცემებით, „ფორდმა“ ამერიკის
ბაზარზე დაახლოებით 2.5 მილიონი ავტომობილი გაჰყიდა და ზედიზედ მეოთხედ შეინარჩუნა
ამერიკის ყველაზე პოპულარული საავტომობილო ბრენდის სტატუსი. გარდა ამისა, ცისფერმა
ოვალმა, ამერიკაში მეორე ყველაზე აღქმადი ბრენდის სტატუსიც მიიღო და ამ მხრივ, მას
მხოლოდ ონლაინ ვაჭრობის ვებგვერდმა „ამაზონმა“ აჯობა.
ბრენდების რეიტინგების კვლევაზე ორიენტირებული ორგანიზაცია
„ბრენდინდექსის“ მონაცემებით, „ფორდმა“ უკან ჩამოიტოვა ისეთი ძლიერი კომპანიები,
როგორებიცაა „საბვეი“, „ისტორი ჩენელი“ და „ლავ’ს“. სხვა საავტომობილო
კომპანიებიდან, რეიტინგის მოწინავე 25-ეულში ვერავინ მოხვდა. თუმცა 25-ე ადგილზე
აღმოჩნდა, კომპანია „ჯონ დირი“, რომელიც სასოფლო-სამეურნეო მანქანების ერთ-ერთი უდიდესი
მწარმოებელია მთელს მსოფლიოში.
ყველაზე ცნობადი ბრენდების გამოსავლენად, „ბრენდინდექსი“
გამოკითხვას ატარებს, რომლის დროსაც, რესპონდენტებს ერთ მარტივ კითხვას უსვამს: „ბოლო
ორ კვირაში თუ გსმენიათ რამე (კონკრეტული) ბრენდის შესახებ რეკლამის, ახალი ამბების
საშუალებით, ან თუ გაგიგიათ მის შესახებ სხვისგან? და ეს ინფორმაცია დადებითი იყო,
თუ უარყოფითი“?
საინტერესოა, რომ ერთი წლით ადრე, „ფორდმა“ იმავე
გამოკითხვაში მეექვსე ადგილი დაიკავა. თუმცა მაშინც საავტომობილო კომპანიებს შორის
მაინც პირველი იყო. ამჯერადაც ცისფერმა ოვალმა უკან ჩამოიტოვა „ტოიოტ“, „ჰონდა“, „შევროლე“
და „ფოლკსვაგენი“.
„ბრენდინდექსის“
მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებში ლაპარაკი არაა იმაზე, თუ რამდენი რესპონდენტი გამოიკითხა.
თუმცა ხაზგასმულია, რომ „ფორდმა“ განსაკუთრებით ბევრი დადებითი გამოხმაურება სოციალურ
ქსელში მიიღო. გარდა ამისა, კარგი მაჩვენებლები დაფიქსირდა რეკლამისა და ახალი ამბების
კრიტერიუმის მხრივაც.
No comments:
Post a Comment