დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Monday, January 20, 2014

„სუზუკი“ უახლეს უნივერსალურ ტრანსმისიას ინდოეთში გაგვაცნობს

Suzuki unveils newly-developed transmission Auto Gear Shift in India
20 იანვარი
„სუზუკი მოტორ კორპორეიშნმა“ შეიმუშავა სრულიად ახალი ტრანსმისია, სახელად „ავტო გიარ შიფტ“, რომელსაც როგორც მექანიკურ, ასევე ავტომატურ რეჟიმში მუშაობა შეუძლია. ამ სიახლეს იაპონური კომპანია მალე ოფიციალურად წარადგენს ნიუ დელის მოტორ შოუზე, რომელიც თებერვლის დასაწყისში გაიმართება.
ახალი ტრანსმისია აღჭურვილია ელექტრო-მექანიკური აქტუატორით, რომელიც ავტომატურ რეჟიმში მართავს ქუროს და 5-საფეხურიან მექანიკურ გადაცემათა კოლოფს. აქტუატორს საკონტროლო ბლოკი ემსახურება, ორივე ერთად კი ტრანსმისიის სტრუქტურაშია ინტეგრირებული. მის წყალობით შესაძლებელია ტრანსმისიის როგორც მექანიკურ, ასევე ავტომტურ რეჟიმში მართვა.
იმის წყალობით, რომ „ავტო გიარ შიფტის“ საბაზო სტრუქტურა მექანიკურ კოლოფზეა აწყობილი, ის ისევე ეფექტურია, როგორც ჩვეულებრივი მექანიკური კოლოფი. გარდა ამისა, კომპიუტერის მიერ საფეხურების ოპტიმალურად მართვის წყალობით, საწვავის ეკონომიურ მოხმარებასაც უზრუნველყოფს.
ყველა სიკეთესთან ერთად, ახალი ტრანსმისია არ საჭიროებს ქუროს სატერფულს, რაც მის მართვას ამარტივებს როგორც პარკირებისას, ასევე საცობების დროს. მექანიკურ რეჟიმში მუშაობისას, მძღოლი „ავტო გიარ შიფტის“ მართვით მაქსიმალურ სიამოვნებას მიიღებს, დაღლილობისას კი ავტომატურ რეჟიმზე გადავა.
შოუზე „სუზუკი“ ახალ ტრანსმისიას უახლეს ავტომობილთან ერთად წარადგენს, რომლის შესახებაც ჯერჯერობით არაფერია ცნობილი. არსებობს ვარაუდი, რომ ეს იქნება A-სეგმენტის ჰეჩბეკ „ალტოს“ შემცვლელი, სახელად „სელერიო“, რომელიც „სუზუკიმ“ შარშან კონცეპტუალური „A:უინდის“ (ფოტოზე) სახელით ტაილანდის ექსპოზე გაგვაცნო.

No comments:

Post a Comment