Schumacher 'blinked' as doctors move to end coma
30 იანვარი
მართალია, ექიმები ჯერ რაიმე პროგნოზისგან თავის
შეკავებას ამჯობინებენ, თუმცა აღიარებენ, რომ მიხაელ შუმახერის მართვადი კომიდან
გამოყვანის პროცესი დაიწყო. უფრო მეტიც, მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონმა თვალებიც
დაახამხამა და მარტივ მითითებებზე რეაგირებაც დაიწყო.
კომიდან გამოყვანის დაწყებასთან დაკავშირებული
ინფორმაცია, შუმახერის პირადმა პრეს მდივანმა საბინე კემმაც დაადასტურა, თუმცა ის
დაჟინებით იმეორებს, რომ ოფიციალურ ინფორმაციას მხოლოდ ექიმები, ან ოჯახის წევრები
გამოაქვეყნებენ. ამგვარად, ეს ბოლო (სასიხარულო) ინფორმაციაც არაოფიციალურად რჩება
და კულუარებში ნათქვამს ეყრდნობა.
ამ ნათქვამების აკრეფაში ლიდერი ჯერჯერობით ფრანგული
გაზეთი „ლ’ეკიპია“. სწორედ მის ვებგვედზე დაიწერა, რომ შუმიმ თვალები დაახამხამა
და მარტივ მითითებებზე რეაგირებაც დაიწყო. ნეიროლოგიური რეფლექსების პირველი ტესტები
დოქტორ ემანუელ გაის ჩაუტარებია. თითქმის იმავდროულად, მსგავსი ინფორმაცია
ბრიტანული „სკაი ნიუსის“ ვებგვერდზეც გამოჩნდა.
საბინე კემი კი კვლავაც ჯიუტად იმეორებს, რომ კომიდან
გამოყვანის პროცესსა და მის დეტალებზე ოფიციალურად საუბარს არ აპირებს და ამ
საქმეს ექიმების პრეროგატივად ტოვებს. მან მხოლოდ ის დაადასტურა, რომ ექიმები შუმახერის
კომიდან გამოყვანას ცდილობენ.
No comments:
Post a Comment