Ford Teases New Global Concept for Delhi Auto
Expo
28 იანვარი
„ფორდმა“ თავისი ახალი ავტომობილის ფოტო ტიზერი
გამოაქვეყნა, ავტომობილის, რომლის პრემიერასაც ნიუ დელის ავტო ექსპოზე გამართავს.
ამერიკული კომპანიის რელიზში აღნიშნულია, რომ ავტომობილი, რომლის სახელიც
ჯერჯერობით არ გახმაურებულა, გლობალურ პლატფორმაზეა ბაზირებული, თუმცა მისი
აღჭურვილობა, ინდოეთის ბაზრის სპეციფიკის შესაბამისია.
ფოტო ტიზერის მიხედვით შეიძლება ითქვას, რომ
ავტომობილი კონცეპტუალურ „ფორდ კას“ ჰგავს. ყოველ შემთხვევაში, ფარებს და რადიატორს
სწორედ „კას“ მოყვანილობა აქვს. კონცეპტუალური „კა“ ჰეჩბეკია, ახალი ავტომობილი კი
სავარაუდოდ, მისი სედანისძარიანი ვარიანტი იქნება.
ცისფერ ოვალს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში ექსპანსია
აქვს განზრახული და ამ საქმეში, სუბკომპაქტურ ავტომობილებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას
ანიჭებს. ამერიკულ კომპანიას სურს, რომ მისი გლობალური გაყიდვების დაახლოებით
მესამედი სწორედ აზიასა და წყნარი ოკეანის რეგიონზე მოდიოდეს. ამჟამად ეს მაჩვენებელი
მხოლოდ 15 პროცენტს შეადგენს.
ისევე როგორც აზიის სხვა ქვეყნებში, ინდოეთშიც კომპაქტური
და სუბკომპაქტური ავტომობილები ყველაზე მეტი პოპულარობით სარგებლობს. ამ
სეგმენტებზე ინდოეთში გაყიდული ავტომობილების თითქმის მესამედი მოდის. „ფორდში“
ვარაუდობენ, რომ კომპაქტური ავტომობილების გაყიდვები, შარშანდელი მილიონიდან, 2018
წლისთვის ორ მილიონამდე გაიზრდება.
ახალი
კონცეპტუალური ავტომობილის გარდა, „ფორდი“ ნიუ დელის ავტო ექსპოზე თავის ყველა იმ სერიულ
ავტომობილსაც გამოფენს, რომლებსაც ინდურ ბაზარზე ჰყიდის. ესენია: „ფიგო“, „კლასიკი“,
„ფიესტა“, „ეკოსპორტი“და „ენდევორი“.
No comments:
Post a Comment