დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Thursday, December 5, 2013

„მაკლარენ P1-მა“ ნურბურგრინგი 7 წუთზე ნაკლებში გაიარა (ვიდეო)

McLaren Confirms P1 Lapped Nürburgring in Under 7 Minutes Through New Video
5 დეკემბერი
ნურბურგრინგის ჩრდილოური მარყუჟის ოფიციალური რეკორდსმენი ამჟამად „პორშეს“ ჰიბრიდული სუპერ ავტომობილი „918 სპაიდერია“, რომელმაც ოცკილომეტრიანი წრე 6 წუთსა და 57 წამში გაიარა. ამ დროის გაუმჯობესება „პორშეს“ ყველა კონკურენტის მიზანია. მათ შორის, „მაკლარენისაც“. ამასწინათ გავრცელდა არაოფიციალური ინფორმაცია, რომ უოკინგელებმა ეს რეკორდი გააუმჯობესეს.
მაგრამ თავად კომპანიამ ახლახანს გამოაქვეყნა ვიდეო რგოლი, რომელშიც მხოლოდ იმას გვატყობინებს, რომ მისმა ჰიბრიდულმა სუპერმა P1-მა „მწვანე ჯოჯოხეთი“, როგორც ნურბურგრინგის ჩრდილოურ მარყუჟს ფ1-ის სამგზის ჩემპიონმა ჯეკი სტიუარტმა უწოდა, შვიდ წუთზე ნაკლებში გაიარა. კონკრეტულად რა დროში, ამაზე „მაკლარენი“ ჯერ არაფერს ამბობს, თუმცა აშკარაა, რომ მისთვის სასურველი ინფორმაციის მეორე ულუფას, სადაც კონკრეტულ დროს გვამცნობს, შემდგომისთვის ინახავს.
მანამდე კი გამოცემა „ტოპ გიარმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომელშიც წერია, რომ „მაკლარენ P1-მა“ წრეზე საშუალოდ 179 კმ/სთ სიჩქარე განავითარა, მისმა მაქსიმალურმა სიჩქარემ კი „დოტინგერ ჰოჰეს“ სწორ მონაკვეთზე, 330 კმ/სთ-ს მიაღწია. ამასთან, საინტერესოა ისიც, რომ ბრიტანული კომპანიის სუპერ ავტომობილმა, თავისი საუკეთესო წრე, სტანდარტული, საგზაო საბურავებით გაიარა.

ვიდეო

No comments:

Post a Comment