Hyundai Launches N Performance Brand
10 დეკემბერი
„ჰიუნდაიმ“ გამოაცხადა, რომ რალის მსოფლიო ჩემპიონატზე
მისი მთავარი პარტნიორი, ნავთობკომპანია „შელი“ იქნება, მისი სტანდარტული მოდელების
ტემპერამენტიან ვერსიებს კი სპეციალურად შექმნილ ქვებრენდ N-ით გამოუშვებს. „ჰიუნდაი
შელ უორლდ რალი ტიმ“, რალის მსოფლიო ჩემპიონატში მომავალი სეზონიდან ჩაებმება,
რომლის პირველი ეტაპიც მონტე კარლოს რალია და ის იანვარში ჩატარდება.
მონტე კარლოს რბოლაში, კორეული კომპანიის
მანქანებით (i20 WRC) ესპანელი დანი სორდო და ბელგიელი ტიერი ნოივილი
იასპარეზებენ. მათ გარდა, მსოფლიო ჩემპიონატის ცალკეულ რბოლებში მონაწილეობას ფინელი
იუჰო ჰანინენი და ავსტრალიელი კრის ეტკინსონი მიიღებენ. „ჰიუნდაი i20 WRC-ს“ სატესტო
პროგრამა დასრულებულია და გუნდი, რომლის ბაზაც გერმანიის ქალაქ ალცენაუში (ფრანკფურტის
გარეუბანი) განლაგდა, ახალი სეზონისთვის სრულ მზადყოფნაშია. მისი ოფიციალური
წარდგენა კი გერმანიის ქალაქ ოფენბახში ჩატარდა.
ალცენაუშივე მდბარეობს ქვებრენდ N-ის ბაზა. კორეული
კომპანიის რელიზში აღნიშნულია, რომ ქვებრენდს სახელად N, ქალაქ ნამიანის (სამხრეთ კორეა)
საპატივცემულოდ შეარქვეს. ამ ქალაქში „ჰიუნდაის“ კვლევისა და განვითარების გლობალური
ცენტრი მდებარეობს, რომელმაც რალის პროგრამაში მიიღო მონაწილეობა. ახალი ქვებრენდის
ლოგო - სტილიზებული „N“, სარბოლი i20 WRC-ს კაპოტზეა გამოსახული.
კორეულ კომპანიას არ დაუზუსტებია, თუ რომელი მოდელების
ტემპერამენტიან ვერსიებს გამოუშვებს ახალი ქვე-ბრენდი. თუმცა განაცხადა, რომ ყველა
ავტომობილზე, რომლებსაც N-ის სპეციალისტების ხელი შეეხება, იმ გამოცდილებას
გამოიყენებენ, რომელსაც კორეული კომპანია რალის მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობისას
დააგროვებს. სავარაუდოდ, პირველი ავტომობილი, რომლის საკუთარ ვერსიასაც „N“
დაამზადებს, „ჰიუნდაი i20“ იქნება.
პრეზენტაციაზე
„ჰიუნდაი მოტორსპორტის“ გუნდის შეფმა მიშელ ნანდანმა განაცხადა, რომ მის გუნდსა და
„N-ს“
შორის მჭიდრო ურთიერთობა იქნება, ზოგ შემთხვევაში კი ისინი პროექტებს ერთობლივადაც
შეიმუშავებენ, რაც ორივე მხარეს გამოადგება.
No comments:
Post a Comment