Boston Celtics Owner to Make Multi-Million
Investment in Formula E
27 დეკემბერი
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ერთ-ერთ ყველაზე
ტიტულოვან გუნდ „ბოსტონ სელტიქსის“ თანამფლობელი უიკ გრუზბეკი ელექტრონული
ფორმულის სერიით დაინტერესდა. უფრო მეტიც, ახლახანს მან „ფორმულა E ჰოლდინგსში“
მრავალ მილიონიანი ინვესტიცია განახორციელა. ინვესტიციის მოცულობა არ
გახმაურებულა, თუმცა „ფორმულა E ჰოლდინგსმა“ გამოაცხადა, რომ გრუზბეკი დრექტორთა
საბჭოშია შეყვანლი.
„მოხარული ვარ გამოვაცხადო, რომ „ქოსვეი მედია
პარტნერზმა“, NBA-სა და NFL-ის მფლობელთა ქსელი, ასევე მედია აღმასრულებლები და ცნობილი
ინვესტორები, ფორმულა E-ში მოიყვანა. ჩვენ გვჯერა, რომ ფორმულა E, მოტორსპორტის დიდი
ევოლუციური ნაბიჯია და საშუალება იმისა, რომ მთელს მსოფლიოში, მილიონობით ადამიანი
მოხიბლოს. ასევე შეუძია ელექტრომობილების ინდუსტრიის განვითარების დაჩქარება“, - განაცხადა
გრუზბეკმა.
„ბედნიერები ვართ იმით, რომ უიკ გრუზბეკი და მისი „ქოსვეი
მედია პარტნერზი“ ფორმულა E-ს თანამფლობელები გახდნენ. ისინი სერიის განვითარების საქმეში
სოლიდურ როლს შეასრულებენ. უიკმა კარგად იცის ამერიკული სპორტის ბაზრის ავან-ჩავანი
და რამდენადც ამერიკაში ორი ეტაპი გვექნება და ორიც ამერიკული გუნდი გვყავს, მის
გამოცდილებას უზარმაზარი მნიშვნელობა ექნება. თანაც, ამერიკაში ელექტრომობილების ყველაზე
დიდი ბაზარია“, - განცხადა „ფორმულა E ჰოლდინგსის“ მთავარმა აღმასრულებელმა ალეხანდრო
აგაგმა.
No comments:
Post a Comment