Mitsubishi Lancer Evolution Coming Back
17 დეკემბერი
შესაძლოა, სხვა სახელით, მაგრამ იგივე
სულისკვეთებით და უახლესი ტექნოლოგიებით. „მუცუბიშიმ“ დაასრულა რესტრუქტურიზაციის
პროცესი და არასრულად დატვირთული ევროპული საწარმოდან, მთელი ყურადღება ამერიკულ
ქარხანაზე გადაიტანა. რაც მთავარია, მჭიდრო ურთიერთობა დაამყარა „რენო-ნისანის“ ალიანსთან.
იაპონურმა კომპანიამ, ტოკიოს მოტორ შოუზე უგზოობის სამი
სტრატეგიული მოდელის კონცეპტუალური ვერსიები წარადგინა, რომლებმაც მისი გაყიდვების
მაღალი დონე და კარგი შემოსავალი უნდა უზრუნველყონ. „პაჯერო“ და „აუტლანდერი“,
ასევე მათი პლაგ-ინ ჰიბრიდული ვერსიები, „მიცუბიშის“ სამოდელო გამის ძირითად ღერძს
შეადგენენ, რომელსაც ახალი გეგმით, თითქმის განახევრება უწერია.
„მიცუბიშიმ“ შეიმუშავა სამწლიანი გეგმა, კოდური სახელწოდებით
„ახალი ეტაპი 2016“, რომელიც სამოდელო გამის და პლატფორმების რიცხვის შემცირებას
ითვალისწინებს. იაპონური კომპანია ამჟამად 12 პლატფორმაზე 23 მოდელს აწარმოებს. 2016
წელს კი პლატფორმების რიცხვი 7-მდე შემცირდება, მოდლების რაოდენობა კი - 13-მდე.
რაც შეეხება ახალ „ლანსერს“, უფრო სწორედ კი მის
შემცვლელს. ამ ავტომობილს „რენო მეგანის“ პლატფორმაზე ააგებენ. მაგრამ მოდელი „ევო“
აღარ იქნება „ლანსერის“ სპორტული ვერსია. „მიცუბიშის“ მთავარი აღმასრულებელი ოსამუ
მასუკო ამბობს: „ისეთი სახით, როგორსაც იცნობთ, „ევოს“ ვეღარ ნახავთ. ახალი
ავტომობილი სრულიად განსხვავებული იქნება. თქვენს წინაშე მალე სრულიად ახალი „ევო“
წარსდგება, რომელიც სრულიად ახალი ტექნოლოგიებით აღიჭურვება“.
მასუკო
ახალი „ევოს“ შესახებ კონკრეტულ ინფორმაციას არ გვიმხელს. სამაგიეროდ, ჟურნალი „მოტორ
ტრენდი“ ირწმუნება, რომ ავტომობილი ჰიბრიდული სისტემით აღიჭურვება, რომელშიც
1.1-ლიტრიანი ტურბო დიზელიც შევა. მცირე ლიტრაჟის მიუხედავად, ამ ძრავს საკმაო
სიმძლავრე აქვს - 135 ცხენის ძალა. მაგრამ „ევოსთვის“ მას აუცილებლად გააძლიერებენ.
მასთან ერთად, ავტომობილს ორი ელექტრო ძრავიც მოემსახურება, რომლებიც უკანა
სავარძლებთან განლაგდება.
No comments:
Post a Comment