დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Saturday, December 7, 2013

ახალი „მუსტანგის“ ეკობუსტი

2015 Mustang: Ford Details 2.3-liter EcoBoost
7 დეკემბერი
ახალი „მუსტანგი“ ავტო სამყაროს მოვლენაა, თავად ამ ავტომობილისთვის კი ცალკე მოვლენაა ის ფაქტი, რომ ის ოთხცილინდრიანი 2.3-ლიტრიანი ეკობუსტითაა აღჭურვილი, იმ სერიის ძრავით, რომლითაც ცისფერი ოვალი საფუძვლიანად ამაყობს და რომელმაც მას არაერთი ახალი მომხმარებელი შესძინა. სხვათა შორის, ეს პირველი შემთხვევაა, როცა „მუსტანგზე“ ტურბო ძრავს დააყენებენ. მხედველობაში მისააღები არცაა ის ფაქტი, რომ 80-იან წლებში, ძალიან შეზღუდული რაოდენობით გამოუშვეს „მუსტანგის“ SVO ვერსია.
დავიწყოთ იმით, რომ ეკობუსტი პირველ რიგში, ევროპაში გასაყიდი „მუსტანგისთვის“ აარჩიეს. მეორეც, ეს ძრავი სწორედ ახალი მუსტანგისთვის შემუშავდა. ძრავი 309 ცხენის ძალას და 407 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს, რითაც „მუსტანგს“ სრულიად შეესაბამება. ამ მონაცემების მისაღწევად კი აგრეგატი საფუძვლიანად დამუშავდა.
იმისათვის, რომ აგრეგატის გამძლეობა და საიმედო მუშაობა უზრუნველეყო, „ფორდმა“ ის ნაჭედი ფოლადით დამზადებული მუხლა ლილვით და ბარბაცებით აღჭურვა. იმავე მასალით დამზადდა დგუშების რგოლები. მაღალი ხარისხის მასალებითაა დამზადებული სარქველის ბუდეები, ცილინდრების ბლოკი კი მაღალი წნევით ჩამოსხმული ალუმინისგან დამზადდა. იმავე მასალისგანაა გაკეთებული ზეთის ღრმა კარტერი.
ცისფერი ოვალის ინფორმაციით, ახალ „მუსტანგზე“ გამოყენებული 2.3-ლიტრიანი ეკობუსტი პირველი ძრავია, რომელიც დაბალი ინერციის მქონე, ორხვეულიანი ტურბო დამჭირხნითაა აღჭურვილი. მისი დახმარებით, ძრავი უსწრაფესად რეაგირებს აქსელერატორის მოქმედებაზე, რისი წყალობითაც, დაუყოვნებლივ აჩქარებას უზრუნველყოფს. ამასთან, ამცირებს საწვავის მოხმარებას და გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის შემცველობას. საწვავის ხარჯს ერთი პროცენტით ამცირებს გამოსაბოლქვის დაშორებული პორტები, რომლებიც იმის საშუალებას იძლევა, რომ გამომშბვები სარქველები უფრო დიდხანს დარჩეს გაღებული.

No comments:

Post a Comment