Land Rover Freelander successor may be renamed
25 დეკემბერი
შესაძლოა, „ლენდ როვერმა“ შემდეგი თაობის
„ფრილენდერს“ სახელი შეუცვალოს და ის „დისქავერის“ სახელით წარმოგვიდგინოს. ეს
იქნება პირველი ნაბიჯი „დისქავერის“ ქვე-ბრენდის შექმნისკენ, რომელშიც ახალი
ავტომობილი ქვედა ნიშას დაიკავებს.
„ფრილენდრის“ შემცვლელიც ახლანდელ, მეორე თაობის
მოდელზე დიდი იქნება. ამასთან, მყიდველს მის შვიდადგილიან ვერსიასაც შესთავაზებენ.
და როგორც გამოცემა „ავტომოტივ ნიუს იუროპთან“ საუბრისას კომპანიის ინკოგნიტო
თანამშრომელი ამბობს, შესაძლოა ამ ავტომობილსაც განსხავებული სახელი ჰქონდეს.
ინფორმაციის წყაროს ცნობით, სახელების სისტემა
დაახლოებით ისეთივე იქნება, როგორიც „რეინჯ როვერის“ და „რეინჯ როვერ სპორტის“
შემთხვევაშია. სხვათა შორის, „ფრილენდერი“ ამერიკის ბაზარზე LR2-ის სახელით იყიდება,
„დისქავერის“ კი იქ LR4 ჰქვია. სახელის შეცვლასთან დაკავშირებით, კომპანია
„ბერნშტაინ რისერჩის“ ანალიტიკოსი მაქს უორბარტონი ამბობს, რომ ძველი სახელების
შენარჩუნება ყველაზე მარტივი იქნება მომხმარებლებისთვის და მარკეტინგის მხრივაც,
გაცილებით იაფი სვლა უნდა იყოს.
ამ ეტაპზე, „ლენდ როვერს“ ავტომობილების სამი
პირობით დაჯგუფება აქვს: ესენია „დასვენების“, „ორმაგი დანიშნულების“ და „ლუქს“
ჯგუფები. რა თქმა უნდა, მესამეში „რეინჯ როვერის“ ავტომობილებია გაერთიანებული.
იმავე „ბერნშტაინის“ ინფორმაციით, მეორე თაობის „ფრილენდერი“, ბრიტანული კომპანიის
გამაში ერთადერთი არამომგებიანი ავტომობილია.
„ფრილენდერის“ შემცვლელი მეორე თაობის მოდელის
მოდერნიზებულ პლატფორმაზე აიგება, რომელიც ფოლადისგან მზადდება. ავტომობილს ისევ
„იაგუარ ლენდ როვერის“ ჰელივუდის ქარხანაში გამოუშვებენ, რომელიც ქალაქ ლივერპულის
მახლობლად მდებარეობს.
No comments:
Post a Comment