დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Thursday, December 19, 2013

„სუზუკი ალტოს“ შემცვლელს „სელერიოს“ დაარქმევენ

Suzuki A:Wind Concept Debuts in Thailand, Previews Future Alto
19 დეკემბერი
ტაილანდის მოტორ ექსპოზე „სუზუკიმ“ უცნაური სახელის მქონე პატარა კონცეპტუალური ავტომობილი - „A:ვინდ“ წარადგინა, რომელიც როგორც გაირკვა, მალე „ალტოს“ შეცვლის, ოღონდ სხვა სახელით. რაც შეეხება კონცეპტის უცნაურ სახელს, „A:ვინდ“ ნიშნავს, რომ ამ ავტომობილით, იაპონური კომპანია, გლობალური ბაზრის ყველაზე პატარა, A სეგმენტში ახალ სულისკვეთებას შეიტანს.
„A:ვინდის“ გაბარიტებია: სიგრძე 3 600 მილიმეტრი, სიგანე 1 600 მილიმეტრი, სიმაღლე 1 540 მილიმეტრი. ანუ, ახლანდელ „ალტოზე“, რომელიც ევროპაში იყიდება, ის 100 მილიმეტრით გრძელი და 70 მილიმეტრით მაღალია. ბორბლებს შორის ბაზა 2 425 მილიმეტრია, რაც 65 მილიმეტრით მეტია „ალტოსაზე“. იაპონური კომპანიის განმარტებით, ამ ავტომობილში, ექსტერიერის და ინტერიერის ელეგანტურობასთან, ფართო და მომხმარებლისადმი მეგობრული სალონი და რა თქმა უნდა, საწვავის ეკონომიური ხარჯვაა შერწყმული.
ავტომობილის დიზაინში ყველაზე მეტად ყურადღებას მისი დიდი, უცნაური და რთული ფორმის რადიატორის ცხაური იქცევს. ის რამდენიმე ჰორიზონტალურ ნაწილადაა დაყოფილი. პირველი გამყოფი ფსევდო ბამპერია, რომელზეც სანომრე დაფა განლაგდა. მეორე, ზედა ნაწილის გამყოფი კი ქრომირებული ტყუპი ზოლია, რომლის ცენტრშიც კომპანიის ლოგოა მოთავსებული. ეს ზოლები ორივე კიდეში ფარებში გადადის და ეს ისე ორიგინალურადაა გაკეთებული, იფიქრებთ, სხვანაირად არც უნდა იყოსო.
ინტერიერში ყურადღებას სისადავე იქცევს - ასეთი პატარა ავტომობილის სალონი სხვანაირი არც უნდა იყოს. წინა და უკანა სავარძლებს შორის მანძილი გაზრდილია, რაც ბაზის სიგრძის მომატების შედეგია. იაპონური კომპანიის რელიზი ხაზგასმულია, რომ „A:ვინდს“ თავის კლასში ყველაზე დიდი საბარგული და კარები აქვს. ცენტრალურ კონსოლზე ცენტრალური ადგილი სენსორულ მონიტორს უკავია, რომელზეც პრაქტიკულად ყველა ინფორმაციის მიღებაა შესაძლებელი და რომელსაც ასევე მულტიმედიური დანიშნულება აქვს.
დაბოლოს, ავტომობილი 1.0-ლიტრიანი ძრავისა და უსაფეხურო (CVT) ვარიატორის ტანდემითაა აღჭურვილი. ძრავის სიმძლავრე 70 ცხენის ძალას აღწევს, რაც ასეთი პატარა ავტომობილისთვის სრულიად საკმარისია.
დაბოლოს, „A:ვინდის“ სერიული ვერსიის სახელზე. ჯერ ერთი, სანამ კონვეიერზე მიაღწევს, ავტომობილი მინიმალურად შეიცვლება. მეორეც, მას მყიდველს „სელერიოს“ სახელით წარუდგენენ. ავტომობილს ტაილანდში გამოუშვებენ და მას გლობალურ ბაზარზე გაიტანენ.

No comments:

Post a Comment