New 2015 Audi R8 to Only Be Slightly Lighter:
Report
27 ნოემბერი
„ლამბორგინიმ“ უკვე შეწყვიტა თავის ისტორიაში
ყველაზე გაყიდვად ავტომობილ „გალარდოს“ წარმოება. ამ ავტომობილის ნათესავი „აუდი R8“
კი ჯერ ისევ წარმოებაშია. თუმცა, მალე ბაზარზე ორივეს შემცვლელები გამოვა. „ლამბოს“
ახალ ავტომობილს „კაბრერა“ ჰქვია, „აუდი“ კი სახელის შეცვლას არ აპირებს. ორივე
ახალი ავტომობილი ერთ პლატფორმაზე აიგება და მათი წარმოება მომავალ წელს დაიწყება.
ჟურნალმა „მოტორ ტრენდმა“ შეიტყო, რომ ახალი R8 წინამორბედზე
მსუბუქი იქნება, თუმცა არა იმდენად, რომ ამით ავტომობილის დინამიკურმა
მახასიათებლებმა შესამჩნევად იხეიროს. „აუდის“ მმართველი საბჭოს წევრმა ულრიხ
ჰაკენბერგმა, ვინც ტექნიკურ განვითარებას კურირებს, „მოტორ ტრენდთან“ საუბრისას
განაცხადა, რომ ახალი R8 წინამორბედზე 50-60 კილოგრამით მსუბუქი იქნება. ამის
საშუალებას კი ინჟინრებს კარბონის კომპოზიტით დამზადებული მანქანის ძირი და
ცენტრალური სატრანსმისიო გვირაბი მისცემს.
„აუდის“, რომელსაც „ლამბორგინი“ ეკუთვნის, არ სურს,
რომ ამ ორმა ავტომობილმა ერთმანეთს მყიდველი წაართვას. ამისათვის, ისინი საკმაოდ
განსხვავებული იქნება. რა თქმა უნდა, უპირველესად განსხვავება გარეგნობაში
აისახება. შემსუბუქების მიუხედავად, ახალი R8 მაინც „გალარდოზე“ მძიმე იქნება, „კაბრერა“
კი უკვე ცნობილია, რომ თავის წინამორბედზე მსუბუქია.
მთავარი კი ისაა, რომ ორივე ახალი ავტომობილი თავის
მომავალ მფლობელს შესანიშნავი დინამიკური მახასიათებლებით მოხიბლავს.
No comments:
Post a Comment