2015 Hyundai Sonata confirmed for New York debut
15 ნოემბერი
ახლახანს „ჰიუნდაიმ“ თავის საშუალო ზომის სედან
„სონატას“ მნიშვნელოვანი განახლება ჩაუტარა. პარალელურად კი წარმოებისთვის შემდეგი
თაობის „სონატას“ ამზადებდა, რომლის პრემიერაც უკვე დაგეგმა - ამ ავტომობილს
კორეელები პირველად ნიუ იორკის ავტო შოუზე გვიჩვენებენ, რომელიც აპრილში
გაიმართება. ეს ინფორმაცია, გამოცემა „ავტობლოგს“ პირადად დაუდასტურა „ჰიუნდაი
ნორთ ამერიკას“ მთავარმა აღმასრულებელმა ჯონ კრაფჩიკმა.
„ჰიუნდაი“ მომავალი წლის პირველ ნახევარში სამ დიდ
პრემიერას გეგმავს. პირველად დეტროიტის მოტორ შოუზე ახალ „ჯენეზისს“ გვიჩვენებს,
რომელსაც სავარაუდოდ ჟენევაში „სონატა“, შემდეგ კი ფიჭური ელემენტებით აღჭურვილი
ახალი ავტომობილი მოჰყვება, რომლის სახელიც ჯერ უცნობია.
ახლანდელი „სონატა“ კონკურენტებთან შედარებით
მოძველდა, მაგრამ ამის მიუხედავად, ის მაინც ძალიან კარგად იყიდება და
კომპანიისთვის სოლიდური მოგება მოაქვს. კრაფჩიკის თქმით, დილერებს სედანზე
საშუალოდ 42-დღიანი მარაგი აქვთ, რაც საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია და ავტომობილის
პოპულარობაზე მეტყველებს. რაც მთავარია, ეს კონკურენტი ავტომობილების შესაბამის
მაჩვენებელზე მცირე დროა.
No comments:
Post a Comment