დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Monday, November 11, 2013

რაიკონენი ბოლო ორ ეტაპზე ვერ იასპარეზებს

Kimi Raikkonen to miss rest of 2013 F1 season for back surgery
11 ნოემბერი
ამის მიზეზი კი ისაა, რომ კიმი რაიკონენი ხერხემალზე ოპერაციას იკეთებს, რის შემდგაც, ოთხი კვირის განმავლობაში, სარეაბილიტაციო კურსის გავლა მოუწევს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სეზონის დარჩენილ ორ ეტაპზე - ამერიკის და ბრაზილიის დიდ პრიზებზე ვერ იასპარეზებს.
ბოლო პერიოდში, რაიკონენსა და „ლოტუსის“ შეფ ერიკ ბუიეს შორის ურთიერთობა ძალიან დაიძაბა. ფინელი ირწმუნებოდა, რომ გუნდისგან კუთვნილი ხელფასი არ მიუღია და დაიმუქრა, რომ ბოლო ეტაპებზე არ იასპარეზებდა. მაგრამ აბუ დაბის რბოლის შემდეგ, დაძაბულობა განელდა და კიმიმ მუქარა მოხსნა. ისიც კი განაცხადა, მოკლებაზიანი შასით ასპარეზობა მირჩევნიაო.
მაგრამ შემდეგ წელის ტკივილმა კვლავ იჩინა თავი. ეს ის პრობლემაა, რომლის გამოც, რაიკონენს ლამის სინგაპურის რბოლის გაცდენა მოუხდა. ყოველივეს გამო, ამერიკაში გამგზავრების ნაცვლად, კიმი ზალცბურგში (ავსტრია) გაფრინდება, სადაც ოპერაციას გაუკეთებენ. ეს ინფორმაცია ჟურნალ „ავტოსპორტს“ კიმის მენეჯერმა სტივ რობერტსონმა გაუმხილა.
რობერტსონის თქმით, რაიკონენს სეზონის დასრულებამდე მოცდა შეეძლო, მაგრამ ამას შესაძლოა მომავალი სეზონისთვის მისი მომზადების პროცესი შეეფერხებინა. ამიტომ გადაწყდა, რომ მოცდა აღარ ღირს. რობერტსონის თქმთ, კიმის ტკივილები გაუმძაფრდა, რაც დარჩენილ ორ რბოლაში მის გამოსვლას შეუძლებელს ხდის.
ჯერჯერობით უცნობია, ვინ შეცვლის ფინელ პილოტს ტექსასის და სან პაულუს რბოლებში. შესაძლოა მისი ადგილი „ლოტუსის“ სარეზერვო პილოტმა, იტალიელმა დავიდე ვალსეკიმ დაიკავოს. თუმცა არც სხვა ვარიანტებია გამორიცხული.

No comments:

Post a Comment