2014 Ford Fiesta Gains 3-Cylinder 1.0-Liter
EcoBoost in the U.S
12 ნოემბერი
მალე „ფიესტას“ ამერიკელ მყიდველსაც შესთავაზებენ 1.0-ლიტრიანი
3-ცილინდრიანი ეკობუსტ ძრავით, რომელიც ახლახანს წლის საუკეთესო ძრავი წოდებით დააჯილდოვეს.
ამ აგრეგატის წყალობით, „ფიესტა“ არაჰიბრიდულ ავტომობილებს შორის ყველაზე ეკონომიური
გახდება - ოფიციალური ინფორმაციით, მაგისტრალზე ასი კილომეტრის გასავლელად მას 5.22
ლიტრი ბენზინი ჰყოფნის.
ქალაქში ამ ძრავის ხარჯი ას კილომეტრზე 7.35
ლიტრია, კომბინირებული ციკლით (ქალაქის და მაგისტრალის შერეული) მოძრაობისას კი ხარჯი
6.35 ლიტრს აღწევს. ყველა ეს მონაცემი, აშშ-ის გარემოს დაცვის სააგენტოს მიერაა
სერტიფიცირებული და ის მიესადაგება როგორც ოთხკარიან სედანის ძარიან, ასევე ხუთკარიან
ჰეჩბეკის ძარიან „ფიესტას“. ორივე შემთხვევაში, ძრავს 5-საფეხურიანი მექანიკური
გადაცემათა კოლოფი უწყვილდება.
ოფიციალური მონაცემებით, რომლებიც საავტომობილო
ინჟინერთა საზოგადოების მიერაა სერტიფიცირებული, 1.0-ლიტრიანი ეკობუსტი 123 ცხენის
ძალას და 169 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. ამასთან, მას აქვს ფუნქცია ოვერბუსტი,
რომლის წყალობითაც, მაბრუნი მომენტი 15 წამით 197 ნიუტონმეტრამდე იზრდება. გარდა
ამისა, საწვავის ეკონომიურ მოხმარებაში დიდ როლს ასრულებს პაკეტი „SE მენუალ
ეკობუსტ პეკიჯი“, რომელიც უკანა სპოილერს, გვერდითა დეფლექტორებს, რადიატორის
ქვედა ბლოკერებს, ძარისქვედა ფარებს და გორვისადმი მცირე წინააღმდეგობის მქონე საბურავებს
მოიცავს.
გარდა ამისა, მომავალი წლის „ფიესტას“ ეკიპირებაში შედის
სისტემა „მაიფორდ ტაჩ“, 6.5-დუიმიანი სენსორული მონიტორით და ხმოვანი კონტროლით, ასევე
სისტემა „მაიკეი“, რომელიც აუდიოსისტემას მანამ ახშობს, სანამ უსაფრთხოების ღვედებს
შეიკრავთ. ის ასევე დამხმარე და უსაფრთხოების სხვა სისტემების მდგომარეობასაც აკონტროლებს.
ამჟამად „ფორდის“ სერია ეკობუსტის ოჯახში 1.0-იტრიანი
სამცილინდრიანი, 1.5, 1.6 და 2.0-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი, ასევე 3.5-ლიტრიანი V6
ძრავები შედის. ამ უკანასკნელის სპეციალური ვერსიით, „რილის“ წარმოების სარბოლი
პროტოტიპიც კი აღიჭურვა, რომელმაც დეიტონას ტრეკის სიჩქარის რეკორდიც კი დაამყარა.
„ფორდი“ ვარაუდობს, რომ ამ წლის ბოლოს, მისი ავტომობილების 80 პროცენტის მყიდველს,
ეკობუსტის ძრავით აღჭურვილი ავტომობილის შეძენის საშუალება ექნება.
No comments:
Post a Comment