Ford Fiesta Gets 1.0 EcoBoost With PowerShift
Auto in Europe
8 ნოემბერი
„ფორდმა“ თავის ევროპელ მყიდველს სასიამოვნო
სიურპრიზი მოუმზადა - ძველი კონტინენტისთვის განკუთვნილ „ფიესტას“ რომელიც სუბკომპაქტურ
სეგმენტში საუკეთესო გაყიდვებით გამოირჩევა, მყიდველს 1.0-ლიტრიანი ეკობუსტისა და ტრანსმისია
პაუერშიფტის ტანდემით შესთავაზებს. რა თქმა უნდა, ამით ცისფერი ოვალი „ფიესტას“ ევროპული
გაყიდვების კიდევ უფრო გაზრდას იმედოვნებს.
ცნობისათვის, პირველ ცხრა თვეში ამერიკულ კომპანიას
უკვე 222 184 ცალი „ფიესტა“ აქვს გაყიდული. აქედან მარტო სექტემბერში 22 561 ცალი
გაიყიდა. თუმცა ეს არავის უკვირს, რადგან „ფიესტა“ ისედაც ევროპის ბესტ სელერია და
მსოფლიოს მასშტაბითაც ძალიან პოპულარული ავტომობილია. თუმცა გლობალურ ბაზარზე,
ცისფერი ოვალის ავტომობილებიდან მასზე პოპულარული კომპაქტური „ფოკუსია“, რომელიც
მსოფლიოს ბესტ სელერის სტატუსს ფლობს.
რაც შეეხება ევროპისთვის განკუთვნილ „ფიესტას“, ტრანსმისია
პაუერშიფტს მის იმ ვერსიაზე დააყენებენ, რომელიც 1.0-ლიტრიანი ეკობუსტითაა
აღჭურვილი. ოღონდ, ძრავის ეს ვერსია 100 ცხენის ძალას ავითარებს. ეს ის სამცილინდრიანი
ძრავია, რომელმაც ახლახანს წლის საუკეთესო ძრავის წოდება მოიპოვა. პაუერშიფტი
ექვსსაფეხურიანი, ორქუროიანი კოლოფია, რომელიც კომპანია „გეტრაგის“ მიერაა
შემუშავებული. სხვათა შორის, ამ კოლოფის ვერსიას „რენოც“ იყენებს. ამ ორი
აგრეგატის ტანდემით აღჭურვილი „ფიესტა“ ას კილომეტრზე 4.9 ლიტრ ბენზინს მოიხმარს,
ყოველი კილომეტრის გავლისას კი ატმოსფეროს 114 გრამი ნახშირორჟანგით აბინძურებს.
„ფორდის“
მარკეტოლოგები ვარაუდობენ, რომ პაუერშიფტით აღჭურვილი „ფიესტა“ ყველაზე მეტად სუსტი
სქესის მყიდველს მიიზიდავს, რომლისთვისაც მანქანის ნახევრად ავტომატურ რეჟიმში
(გადაბმულობის პედლის გარეშე) მართვის პერსპექტივა, ასეთი ავტომობილის შესაძენად
სერიოზული არგუმენტია. ასეთი „ფიესტას“ გამოშვება ბაზარზე კონკურენციის
გამკაცრებამაც მოითხოვა - სუბკომპაქტურ კლასში, მისი კონკურენტები - „ფოლკსვაგენ
პოლო“, „შკოდა ფაბია“ და „სეატ იბიცა“ უკვე იყიდება შვიდსაფეხურიანი DSG
ტრანსმისიით. „კია“ კი ოთხსაფეხურიან ავტომატით აღჭურვილ „რიოს“ ჰყიდის.
No comments:
Post a Comment