New 2014 Hyundai Genesis Sedan Scooped Completely
Naked!
18 ოქტომბერი
მალე „ჰიუნდაი“ თავისი ფლაგმანის, მეორე თაობის სედან
„ჯენეზისის“ კორეულ პრემიერას ჩაატარებს. პრემიერამდე ცოტა ხნით ადრე კი ინტერნეტით
ამ ავტომობილის ფოტოები გავრცელდა, რომლებზეც ის კამუფლაჟის გარეშეა. ახალ სტილში
შესრულებული ავტომობილის მსოფლიო პრემიერა დტროიტის მოტორ შოუზე, იანვარში ჩატარდება.
ფოტოს მიხედვით შეიძლება ითქვას, რომ ახალი „ჯენეზისი“
ძლიერ განსხვავდება წინამორბედისგან. პირველ რიგში, ახალია რადიატორის ცხაური,
ბამპერები, ფარები და ყველაფერი ის, რაც პირველ შთაბეჭდილებას ქმნის. ყურადღებას ასევე
იქცევს ის ფაქტიც, რომ მოიმატა წახნაგოვანმა ფორმებმა. სახეზეა ახალი დიზაინი,
რომელიც კორეულმა კომპანიამ, პირველად კონცეპტუალური HCD-14-ს მეშვეობით, დეტროიტის
წლევანდელ შოუზე გვიჩვენა.
„ჯენეზისი“ კვლავ უკანა ამძრავიანი სედანია, თუმცა „ჰიუნდაი“
მას პირველად შემოგვთავაზებს სრულ ამძრავიანი ვერსიის სახითაც. სისტემას HTRAC
ჰქვია და მისი ელექტრონიკა მაბრუნ მომენტს წინა და უკანა ღერძებს შორის ანაწილებს.
ძრავების გამაში კვლავ 3.8-ლიტრიანი V6 (სერია ლამბდა) და 5.0-ლიტრიანი V8 (სერია ტაუ)
ძრავები შევა. ძრავები მოდიფიცირებულა, რისი წყალობითაც, ისინი უფრო მძლავრიც იქნება
და ნაკლებ ხარჯიანიც. ჯერჯერობით ცნობილი არაა, მყიდველს შესთავაზებენ თუ არა დიზელის
და ჰიბრიდული აგრეგატებით აღჭურვილ „ჯენეზისს“.
No comments:
Post a Comment