12 ოქტომბერი
ამ ავტომობილით „ლენდ როვერი“ საფუძვლიანად
ამაყობს. ძალიან წარმატებული „რეინჯ როვერ ევოუკის“ შემდეგ, ბრიტანულმა კომპანიამ
ჯერ თავისი ახალი ფლაგმანი - უგზოობის ლიმუზინი „რეინჯ როვერი“ გამოუშვა, მას კი
მალევე მოჰყვა უფრო ტემპერამენტიანი „რეინჯ როვერ სპორტი“, რომელმაც როგორც იქნა,
საქართველომდეც მოაღწია. თავისი ახალი ავტომობილის პრეზენტაცია, ბრიტანული კომპანიის
ავტომობილების ოფიციალურმა დისტრიბუტორმა საქართველოში, „GT მოტორსმა“ მთაწმინდის
პარკში, გიგანტური ბორბლის ქვეშ არსებულ დარბაზში მოაწყო.
მსახიობმა კოტე თოლორდავამ, გუფის ბენდმა და კახა
ბაკურაძის მოძრაობის თეატრმა კარგად გაახურეს პრეზენტაციაზე შეკრებილი
საზოგადოება, რომელსაც „რეინჯ როვერ სპორტი“ მისთვის უჩვეულო სტილში, მუყაოს
ბლოკებისგან ამოშენებული დროებითი კედლის შემონგრევით ეახლა, რითაც ილუმინაციის
თანხლებით და კვამლში გახვეულმა, საყოველთაო აღტაცება გამოიწვია.
ძნელი სათქმელია, ეს ავტომობილი საქართველოშიც
ისეთივე პოპულარული იქნება, როგორც მთელს მსოფლიოში, სადაც მასზე მრავალთვიანი
რიგი (ზოგიერთ ბაზარზე ცხრათვიანი) დგას, თუ არა. მაგრამ ის ფაქტი, რომ ასეთ დროს
საქართველომდე მოაღწია, უკვე იმაზე მეტყველებს, რომ „ლენდ როვერის“ მარკეტოლოგები
ჩვენთან „სპორტის“ კარგ პერსპექტივას ხედავენ. ამის მიზეზი კი „რეინჯ როვერის“
პოპულარობაა.
მოკლედ გაგაცნობთ ჩვენს დღევანდელ გმირს: ჯერ ერთი,
ეს არის „ლენდ როვერის“ ისტორიაში ყველაზე მძლავრი, სწრაფი და მოქნილი ავტომობილი.
თავის წინამორბედთან შედარებით, მან წონაში 420 კილოგრამი მოიკლო, რაც ავტომობილის
სტრუქტურაში ალუმინის ინტენსიურად გამოყენების შედეგია. არადა, ის წინა თაობის
„სპორტზე“ 62 მილიმეტრით გრძელიცაა (მისი სიგრძე 4850 მილიმეტრს შეადგენს) და
განიერიც. გაიზარდა ბორბლებს შორის ბაზაც. ამასთან, წინა და უკანა გადმონაშვერები დამოკლდა,
რისი წყალობითაც სალონის სივრცე იმდენად გაიზარდა, რომ მყიდველის სურვილის
შემთხვევაში, იქ სავარძლების მესამე რიგის მოთავსებაც შესაძლებელია. გაბარიტებში
გაზრდის მუხედავად, ავტომობილს თავისი კლასისთვის შესაშური აეროდინამიკური წინააღმდეგობის
კოეფიციენტი - 0.34 აქვს.
ავტომობილი „რეინჯ როვერის“ მოდიფიცირებულ
პლატფორმაზეა აგებული, თუმცა როგორც ბრიტანული კომპანია ირწმუნება, ამ ორ
ავტომობილს მაკომპლექტებლების 75 პროცენტი განსხვავებული აქვს. „სპორტი“ მეხუთე
თაობის პნევმო საკიდარზე დგას, რომლის სვლის სიმაღლეც 115 მილიმეტრია, თუმცა სენსორული
სისტემის დახმარებით, ეს მაჩვენებელი შეიძლება 185 მილიმეტრამდე გაიზარდოს.
ევროპული ბაზრისთვის განკუთვნილი „რეინჯ როვერ სპორტი“ აღჭურვილია ან ბენზინის 5.0-ლიტრიანი V8 ძრავით, რომლის სიმძლავრე 510 ცხენის ძალაა, ან დიზელის 3.0-ლიტრიანი SDV6 ძრავით, რომელიც 292 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. მალე ძრავების გამას დიზელის კიდევ ორი აგრეგატი დაემატება. ესენია 3.0-ლიტრიანი TDV6 (255 ცხ.ძ) და 4.4-ლიტრიანი SDV8 (339 ცხ. ძ). „ლენდ როვერი“ დიზელ-ელექტრული ჰიბრიდული სისტემით აღჭურვილ „სპორტსაც“ გამოუშვებს, მაგრამ ასეთი „სპორტი“ შემოვა თუ არა ჩვენთან, ეს ჯერ გადაწყვეტილი არაა. ყველა ძრავთან შეწყვილებულია ZF-ის წარმოების, ელექტრონიკით კონტროლირებადი 8-საფეხურიანი ავტომატური კოლოფი.
ევროპული ბაზრისთვის განკუთვნილი „რეინჯ როვერ სპორტი“ აღჭურვილია ან ბენზინის 5.0-ლიტრიანი V8 ძრავით, რომლის სიმძლავრე 510 ცხენის ძალაა, ან დიზელის 3.0-ლიტრიანი SDV6 ძრავით, რომელიც 292 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. მალე ძრავების გამას დიზელის კიდევ ორი აგრეგატი დაემატება. ესენია 3.0-ლიტრიანი TDV6 (255 ცხ.ძ) და 4.4-ლიტრიანი SDV8 (339 ცხ. ძ). „ლენდ როვერი“ დიზელ-ელექტრული ჰიბრიდული სისტემით აღჭურვილ „სპორტსაც“ გამოუშვებს, მაგრამ ასეთი „სპორტი“ შემოვა თუ არა ჩვენთან, ეს ჯერ გადაწყვეტილი არაა. ყველა ძრავთან შეწყვილებულია ZF-ის წარმოების, ელექტრონიკით კონტროლირებადი 8-საფეხურიანი ავტომატური კოლოფი.
რაც შეეხება პაიკს პიკს, ეს მსოფლიოში ერთ-ერთი
უძველესი რბოლაა, რომლის 19.99 კილომეტრიანი
აღმართიც (სიმაღლის ამპლიტუდა 1440 მეტრს შეადგენს
და ფინიში
ზღვის დონიდან
4300 მეტრის სიმაღლეზე
მდებარეობს) „რეინჯ როვერ სპორტმა“ წელს 12 წუთსა და
35.61 წამში გაიარა.
სხვათა შორის, ამ მიღწევისთვის, ავტომობილს წლევანდელ პაიკს პიკზე პრისქარის საპატიო
მოვალეობაც შეასრულებინეს.
დაბოლოს,
ავტომობილს, რომლის სახეც თვით ახლანდელი აგენტი 007, დენიელ კრეიგია, საქართველოში
მინიმუმ 85 000 დოლარად შემოგთავაზებენ...
No comments:
Post a Comment