McLaren to have Magnussen, Alonso in 2015 -
report
21 ოქტომბერი
დანიური გაზეთი „ეკსტრა ბლადეტი“ წერს, რომ 2015 წლის
სეზონში „მაკლარენის“ პილოტები ფერნანდო ალონსო და კევინ მაგნუსენი იქნებიან. 21 წლის
დანიელი მრბოლი, ვისაც „მაკლარენი“ უწევს პროტეჟირებას, ახლახანს სერია ფორმულა
რენო 3.5-ის ჩემპიონი გახდა და სპეციალისტები მას წარმატებულ მომავალს
უწინსწარმეტყველებენ.
კევინი ფორმულა ერთის ყოფილი პილოტის, იან
მაგნუსენის შვილია. მან ფორმულა რენო 3.5-ის ტიტული გასულ უქმეებზე, ესპანეთში
მოიპოვა. წლების განმავლობაში, მას ყურადღებას „მაკლარენი“ აქცევს. სხვათა შორის,
თუ დანიური გაზეთის პროგნოზი გამართლდა, ალონსოს „მაკლარენში“ ისევ მოუწევს ამ
გუნდის პროტეჟე ახალბედას თანაგუნდელობა. შეგახსენებთ, რომ პირველი 2007 წელს ლუის
ჰამილტონი იყო, რომელმაც მსოფლიოს ორგზის ჩემპიონს ტოლი არაფერში დაუდო. მომავალ
სეზონში, „მაკლარენი“ მაგნუსენის „მარუსიაში“ მოწყობას გეგმავს.
„ამჟამად მე მთლიანად მიზნის მიღწევაზე (ფორმულა
რენო 3.5-ის ტიტულის მოპოვებაზე) ვარ მობილიზებული და სხვა რამ ნაკლებად
მაინტერესებს, რადგან თუ დაბალ სერიებში ვერაფერს მიაღწევს, ფორმულა ერთში
გადასვლაზე არც უნდა იოცნებო“, - ბარსელონში რბოლის წინ განაცხადა მაგნუსენმა, როდესაც
სამომავლო გეგმებზე და მათ შორის, კარიერის ფ1-ში გაგრძელებაზე დუსვეს კითხვა.
სხვათა შორის, „მაკლარენში“ ალონსოს შესაძლო დაბრუნებაზე
გერმანული „ბილდ ამ ზონტაგიც“ წერს, რომელიც აზუსტებს, რომ უოკინგელები ესპანელს სეზონში
25 მილიონ ევროს სთავაზობენ, რაც „ფერარიში“ მის ხელფასზე მეტია. მაგრამ იტალიური
საჯინიბოს შეფი სტეფანო დომენიკალი ამ ინფორმაციას ჭორს უწოდებს და ყველას ახსენებს,
რომ ალონსოს სკუდერიასთან კონტრაქტი აკავშირებს და რაც მთავარია, ახლახანსაც
გაიმეორა, რომ არსად წასვლას არ აპირებს. „მას ჩვენთან ერთად გამარჯვება სწყურია და
ჩვენც გვინდა, რომ მასთან ერთად გავიმრჯვოთ“, - ამბობს დომენიკალი.
No comments:
Post a Comment