Ford Shows All-New 2014 Transit Connect Taxi with
CNG/LPG Capability
23 სექტემბერი
სენტ ლუისში, ტრანსპორტის მარეგულირებელთა საერთაშორისო
ასოციაციის კონფერენციაზე, „ფორდმა“ სრულიად ახალი (მეორე თაობის) „ტრანზირ კონექტ
ტაქსი“ წარადგინა. ავტომობილს უკვე უწოდეს „მომავლის ტაქსი“, რადგან როგორც ცისფერი
ოვალი ირწმუნება, კლასში საუკეთესო მახასიათებლებით, გაზრდილი კომფორტით და დაბალი
საექსპლუატაციო ხარჯებით გამოირჩევა.
ახალი ავტომობილი ასევე ახალი, 2.5-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი
ძრავით არის აღჭურვილი, რომელთანაც ახალი 6-საფეხურიანი
ავტომატური კოლოფია შეწყვილებული. ამ წყვილის წყალობით, „ტრანზიტ კონექტ ტაქსი“
ყველაზე ეკონომიურია თავის კლასში. მწარმოებელი მყიდველს ასევე სთავაზობს ავტომობილის
შეკუმშული ბუნებრივი აირის სისტემით აღჭურვას, რომელსაც „ფორდის“ მიერ
შემუშავებული ავტომატური გარდამქმნელი ემსახურება.
ტაქსი „ფორდ ტრანზიტ კონქტზეა“ ბაზირებული,
რომელმაც ახლახანს წლის საუკეთესო ვენის წოდება მოიპოვა. ეს ავტომობილი თავის წინამორბედზე გრძელია, რისი წყალობითაც, ხუთ ადამიანზე გათვლილი
ინტერიერის მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. მას საბარგულიც დიდი (1713 ლიტრი)
აქვს, მაგრამ თუ საწვავად გაზის გამოყენებას მოინდომებთ, საბარგულის დიდ ნაწილს გაზის
ავზი დაიკავებს. ბარგს კი სალონშიც განთავსებთ - აქ ამისთვის ადგილი საკმარისზე
მეტია.
ტაქსის, საბაზო „ტრანზიტ კონექტთან“ შედარებით,
დაბალი კლირენსიც აქვს, რაც მის სალონში შესვლას აადვილებს. ასევე გათვალისწინებულია
მისი ისეთი ვერსიის შეკვეთაც, რომლის სალონშიც ინვალიდის ეტლით შესვლა იქნება შესაძლებელი.
კონკურენტი ტაქსისგან (ნისან NV200, რომელიც მალე ნიუ იორკის ტაქსი გახდება)
განსხვავებით, რომელსაც უკანა, დამოკიდებული რესორული საკიდარი და მთლიანი ღერძი
აქვს, „ტრანზიტ კონექტ ტაქსის“ უკან გრეხვაზე მომუშავე ტორსიონი ემსახურება.
„ფორდ ტრანზიტ კონექტ ტაქსის“ წარმოება მომავალი
წლის დასაწყისში დაიწყება და სადილერო შოურუმებშიც მაშინვე გამოჩნდება.
No comments:
Post a Comment