დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Sunday, September 15, 2013

განახლებული „რეინჯ როვერ ევოუკი“ ფრანკფურტში

Frankfurt motor show 2013: Range Rover Evoque 2014 model year
15 სექტემბერი
„ლენდ როვერმა“ თავისი პოპულარული „რეინჯ როვერ ევოუკი“ განაახლა და პირველად ამ სახით, ფრანკფურტის მოტორ შოუზე წარადგინა. ახალ ავტომობილზე მთავარი სიახლე მისი 9-საფეხურიანი ავტომატური კოლოფია, რომლითაც უგზოობის ავტომობილის ერთი ბენზინისძრავიანი და ორი დიზელისძრავიანი ვერსია აღიჭურვება.
„ლენდ როვერი“ ირწმუნება, რომ ამ კოლოფის მეშვეობით, „ევოუკის“ საწვავის ხარჯი 11.4 პროცენტით, გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის შემცველობა კი 9.5 პროცენტით არის შემცირებული. ყველაზე ეკონომიურია 148-ცხენისძალიანი, 2.2-ლიტრიანი დიზელის ძრავით აღჭურვილი ვერსია, რომელიც 100 კილომეტრზე 4.08 ლიტრ საწვავს მოიხმარს და ყოველი კილომეტრის გავლისას ატმოსფეროში 129 გრამ ნახშირორჟანგს გამოჰყოფს.
ახალი კოლოფის გარდა, ასეთი მაჩვენებლების მიღწევაში, „ევოუკს“ სისტემა „ექტივ დრაივლეინიც“ ეხმარება. ეს მსოფლიოში პირველი სისტემაა, რომელიც ავტომობილს სრულამძრავიანად საჭიროებისამებრ გადააქცევს. სხვა შემთხვევაში, როცა საგზაო პირობები საშუალებას იძლევა და სიჩქარე 35 კმ/სთ-ზე მეტია, ავტომობილი წინა ამძრავიანად რჩება. როგორც კი გზა გაფუჭდება, სისტემა 300 მილიწამში უკანა ბორბლებსაც ჩართავს. ამ ბორბლებს შორის მოთავსებულია ელექტრონულად მართვადი დიფერენციალი, რომელიც ბორბლებს შორის მაბრუნ მომენტს ანაწილებს და ამგვარად, აუმჯობესებს ჩაჭიდებასა და სტაბილურობას.
„ექტივ დრაივლეინისგან“ განსხვავებით, რომელსაც მყიდველს ოპციის სახით შესთავაზებენ, მომენტის მუხრუჭებით ვექტორინგი (განაწილება) კიდვ ერთი სიახლეა, რომელიც სრულ ამძრავიან სისტემის სტანდარტულ ეკიპირებაში შედის. ეს სისტემა მაშინ აქტიურობს, როცა მანქანა არასაკმარისი მოხვევადობას განიცდის. ამ დროს, მუხრუჭების მეშვეობით ხდება მათთვის მიწოდბული მომენტის რეგულირება, რაც აუმჯობესებს მანევრირებასა და უსაფრთხოებას.
განახლებული „ევოუკის“ ეკიპირებაში ასევე შევა: პარკირების დამხმარე, სამოძრაო ზოლის გადაკვეთის დაფიქსირების და ტრეფიკის აღმოჩენის სისტემები. გარდა ამისა, ლენდ როვერი“ მყიდველს ოპციის სახით შესთავაზებს უახლეს სისტემა „ლენდ როვერ ინკონტროლს“. მისი მეშვეობით, მომხდარი ინციდენტის შესახებ, შესაბამის სამსახურებს ავტომობილის ადგილმდბარეობის შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიუვათ. ოპციების ჩამონათვალში ასევე არის წინაღობის სიღრმის განმსაზღვრელი სისტემა და საგზაო ნიშნების გამომცნობი სისტემები.

No comments:

Post a Comment