BMW denies F1 return rumours
5 სექტემბერი
ბელგიის დიდი პრიზის დღეებში, პადოკში გავრცელდა
ინფორმაცია, რომ თითქოს, ფორმულა ერთში დაბრუნებას „ბეემვე“ აპირებს. ინფორმაციის წყარო
ირწმუნებოდა, რომ ბავარიულ კონცერნს დაბრუნების სურვილი იმ ფაქტმა აღუძრა, რომ ფ1
ახალ, ტურბო ძრავებზე გადადის.
შეგახსენებთ, რომ ფ1-ში „ბეემვე“ ჯერ „უილიამსის“
პარტნიორი იყო, შემდეგ კი საკუთარი გუნდის ყოლა გადაწყვიტა და ამისათვის,
შვეიცარიული „ზაუბერი“ შეისყიდა. 2009 წელს, როცა საავტომობილო სამყარო კრიზისმა
მოიცვა, ბავარიულმა კომპანიამ, ისევე როგორც „ჰონდამ“ და „ტოიოტამ“, დიდი პრიზების
ცირკი დატოვა.
ამჟამად კი „ბეემვე“ მსოფლიოს ბაზრის პრემიუმ
სეგმენტის გამორჩეული ლიდერია და ავტომობილების გაყიდვების ზრდასთან ერთად,
მოგებასაც მნიშვნელოვნად ზრდის. სწორედ ამან წარმოშვა მისი ფ1-ში შესაძლო დაბრუნების
ვარაუდი, რამაც სპაზე ჭორის სახე მიიღო.
მაგრამ „ბეემვე მოტორშპორტის“ დირექტორმა იენს მარქარდტმა
განაცხადა, რომ თავის დროზე, ფ1-დან წასვლა, კომპანიის სტრატეგიული გადაწყვეტილება
იყო და ამ ეტაპზე, დაბრუნება არც განიხილება. ჩვენ გერმანიის ტურინგის კლასის
სერიაშიც (DTM) თავს კომფორტულად ვგრძნობთ და ფ1-ში დაბრუნებაზე არც ვფიქრობთო, - ამბობს
მარქარდტი.
No comments:
Post a Comment