The BMW-Toyota Sports Car Is Now Rumored to Be
Called Z5
30 აგვისტო
ინტერნეტში, სხვადასხვა გამოცემების მიერ
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სპორტულ ავტომობილს, რომელზეც „ბეემვე“ და „ტოიოტა“
ერთობლივად მუშაობენ, ბავარიული კომპანია Z5-ს დაარქმევს. ამასთან, დიდი ალბათობით
შეიძლება ითქვას, რომ ახალი ავტომობილი ჰიბრიდული აგრეგატით აღიჭურვება.
ზოგიერთი წყაროს ცნობით, ამ სპორტული ავტომობილის
ბაზაზე, „ბეემვემ“ შეიძლება ელექტრომობილიც გამოუშვას, რომელიც პლაგ-ინ სისტემა „eდრაივს“
გამოიყენებს. ამ შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება სპორტული ავტომობილის გამონაბოლქვში
ნახშირორჟანგის შემცველობის მინიმუმამდე შემცირება. ამასთან, გაიზრდება
ავტომობილის სიმძლავრე. იგივე აგრეგატის გამოყენების საშუალება „ტოიოტასაც“
მიეცემა.
ჰიბრიდული სისტემის კონკრეტული მახასიათებლები ჯერ ცნობილი
არაა, თუმცა „დი ჯორნელი“ ვარაუდობს, რომ სიმძლავრე 300 ცხენის ძალას მიაღწევს.
კიდევ ერთი საინტერესო მოსაზრების მიხედვით, გერმანული კომპანიის ავტომობილი როდსტერი
იქნება (კონცეპტუალური ვიჟნ კონექტდრაივის სტილში შესრულდება - ფოტოზე),
იაპონურისა კი - კუპე და ის „ტოიოტასდ“ გამაში „სუპრას“ ადგილს დაიკავებს.
ერთ-ერთი ინტერნეტ გამოცემა ფასებზეც კი აკეთებს
ვარაუდებს. გერმანული ავტომობილისთვის, მინიმალური ზღვარი 30 000 ევროა,
მაქსიმალური კი - 50 000. იაპონური ვერსია შედარებით იაფი ეღირება. თუმცა, „ტოიოტა“
ამავე ავტომობილს „ლექსუსის“ მარკითაც გამოუშვებს და ის ავტომობილი დაახლოებით „ბეემვეს“
როდსტერის ფასში გაიყიდება.
No comments:
Post a Comment