დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Thursday, August 8, 2013

„უილიამსი“ ორ ფრონტზე იმუშავებს

Williams: developing current F1 car won't compromise 2014 machine
8 აგვისტო
„უილიამსი“ მის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე წარუმატებელ სეზონს ატარებს. გუნდმა პირველი ქულა ახლახანს, უნგრეთის დიდ პრიზზე მოიპოვა, რომელიც ვენესუელელი პასტორ მალდონადოს სახელზეა. მაგრამ როგორც გუნდის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი კლერ უილიამსი ამბობს, მაინც არ აპირებს ახლანდელი მანქანის დახვეწის პროცესზე ხელის აღებას და მთელი თავისი რესურსის მომავალი სეზონის ბოლიდის მოსამზადებლად მიმართვას.
ფრენკ უილიამსის შვილს მიაჩნია, რომ ახალი მანქანის შემუშავებას, FW35-ს სრულყოფის პროცესი ხელს ვერ შეუშლის. ორ ფრონტზე მუშაობის შესაძლებლობას კი გროველებს მდიდარი გამოცდილება და საინჟინრო პოტენციალი აძლევს. როგორც ცნობილია, მომავალი სეზნიდან ფ1-ში ახალი ტექნიკური რეგლამენტი ამოქმედდება და ამის გამო, მანქანებიც სრულიად განსხვავებული იქნება.
„გაგვიმართლა, რომ „უილიამსში“ 550 გამოცდილი თანამშრომელი გვყავს და პადოკში ერთ-ერთი საუკეთესო ტექნიკური პოტენციალი ჩვენ გაგვაჩნია. სწორედ ეს გვეხმარება, როცა პრობლემები გვაქვს. ჩვენ არ შეგვიძლია, უბრალოდ ვთქვათ, რომ ვწყვეტთ ამ მანქანაზე მუშაობას, რადგან ის მომავალ სეზონში არ გამოგვადგება. დარწმუნებული უნდა ვიყოთ იმაში, რომ ჩვენი რესურსები ოპტიმალურად გვაქვს განაწილებული, რათა ორივე პროექტზე მუშაობა გავაგრძელოთ. იმავდროულად, მომავალი სეზონისთვის მზადება უკვე დაწყებულია და მასთან დაკავშირებით არანაირი შეფერხება არ გვაქვს“, - ამბობს კლერ უილიამსი.
რეგლამენტის გარდა, „უილიამსს“ სხვა მასშტაბური ცვლილებაც ელის. „რენოს“ ნაცვლად, მომავალი სეზონიდან მას ძრავებით „მერსედესი“ მოამარაგებს. უილიამსს იმედი აქვს, რომ გუნდმა სწორი სვლა გააკეთა და გერმანული აგრეგატები თავიდანვე კონკურენტუნარიანი იქნება.

No comments:

Post a Comment