Audi Teases
Facelifted 2014 A8 with Official Sketches
17 აგვისტო
რამდენიმე დღეც და „აუდი“ თავის განახლებულ ფლაგმანს
- A8-ს
გვიჩვენებს. პრეზენტაცია ონლაინ რეჟიმში ჩატარდება და მისი ნახვის საშუალება მთელს
მსოფლიოს მიეცემა. სამი კვირის შემდეგ მას რეალურად ვიხილავთ ფრანკფურტის მოტორ
შოუზე. პირველ ჩვენებამდე კი გერმანულმა კომპანიამ ამ ავტომობილის ფოტო ტიზერები
გამოაქვეყნა და მასზე ცოტა რამ გვიამბო.
როგორც წესი, „აუდი“ თავის ავტომობილებს რადიკალურ ფეისლიფტს არ უტარებს ხოლმე და როგორც ტიზერები გვიჩვენებს, ამ მხრივ, არც განახლებული A8 იქნება გამონაკლისი. მაგრამ იმისათვის, რომ „მერსედესის“ უახლეს S-კლასის სედანთან კონკურენცია შესძლოა, A8-ს რაღაც განსაკუთრებული სიახლე სჭირდებოდა და ასეთი სიახლეა მატრიცულ შუქდიოდური წინა ფარები.

წინა ფარების
მოყვანილობა არ შეცვლილა, თუმცა მათი აგებულება ტექნოლოგიურად სულ სხვა დონეზეა.
ფარები შუქდიოდური ელემენტებისგან შედგება, რომლებიც ცალკეულ ჯგუფებადაა დაყოფილი
და ლინზებთან და ამრეკლებთან ერთად, შუქის კონცენტრირებულ ჭავლს გამოსცემენ.
სიტუაციიდან გამომდინარე (ფარებს ელექტრონიკა სენსორებისგან მიღებული ინფორმაციის
შესაბამისად მართავს), ელემენტები აქტიურდება, ან პასიურ ფაზაში მუშაობს.
ინოვაციურია მოხვევის
ციმციმა-სიგნალებიც. წინა ფარებში, მოხვევის სიგნალის ბლოკში 18 ელემენტია, უკანა
ფარებში კი - 24. ელემენტები ფარის ქვედა ნაწილის გაყოლებაზეა განლაგებული და
საჭიროების შემთხვევაში, მიმდევრობით ინთება. მათი ნათება მკვეთრია და ამგვარად, მოძრაობის
უსაფრთხოების გარანტიას იძლევა.
რაც შეეხება
ავტომობილის გარეგნობას, ოდნავ შეცვლილია ბამპერების ფორმები. წინა ბამპერს რადიატორის
ცხაური ჰყოფს. უკანა, დავიწროებული ფარები ნაწილობრივ შუაზეა გაყოფილი და მათ ერთმანეთთან ქრომირებული
არშია აკავშირებს. ესკიზებზე ასევე ჩანს ზორბა და ტრაპეციის ფორმის მქონე
გამოსაბოლქვები, რომლებიც მანქანის უკანა ნაწილის კიდეშია მოთავსებული.
No comments:
Post a Comment