Lotus admits it got Kimi Raikkonen's strategy
wrong
3 ივლისი
„ლოტუსის“ გუნდის შეფი ერიკ ბულიე აღიარებს, რომ
სილვერსტოუნის რბოლის მიწურულს, გუნდის მიერ არასწორად დაგეგმილმა სტრატეგიამ, კიმი
რაიკონენს კვარცხლბეკზე ასვლის შანსი დააკარგვინა. ფინელმა მრბოლმა სტარტი მერვე
პოზიციიდან აიღო, მაგრამ იმ მომენტში, როდესაც რბოლას ლიდერი სებასტიან ფეტელი
გამოეთიშა, მეორეზე გადაინაცვლა.
ფინიშამდე 10 წრე იყო დარჩენილი, რომ ფეტელის გაჩერებას
ტრასაზე პეისკარის გამოსვლა მოჰყვა. ამ მომენტში, მის წინ ნიკო როსბერგი იყო, უკან
კი ადრიან სუტილი და დანიელ რიკიარდო მოჰყვებოდნენ. უფრო უკან მყოფმა მარკ ვებერმა
და ფერნანდო ალონსომ საბურავების შეცვლა გადაწყვიტეს, ლუის ჰამილტონს კი რეზინი ცოტა
ადრე უკვე შეცვლილი ჰქონდა.
რამდენადც ტრასაზე პეისკარი იმყოფებოდა და არავინ
იცოდა, პილოტებს სარბოლ რეჟიმში რამდენი წრის გავლა მოუწევდათ, „ლოტუსში“
გადაწყვიტეს, რომ კიმი ძველი რეზინითაც შეძლებდა მეორე პოზიციის შენარჩუნებას.
მაგრამ მწარედ შეცდნენ. ვებერმაც, ალონსომაც და ჰამილტონმაც ძალიან ადვილად
მოახერხეს ყველა მეტოქის ჩამოტოვება და ამავე მიმდევრობით, მეორე, მესამე და
მეოთხე ადგილები დაიკავეს. რაიკონენი კი მეხუთეზე დარჩა.
„უსაფრთხოების მანქანის მეორე გამოსვლამდე, სტრატეგიამ
კარგად იმუშავა. მაგრამ მერე შეცდომა დავუშვით, როცა კიმის ბოქსებში არ ვუხმეთ.
აუცილებლად უნდა შემოსულიყო. მაგრამ ჩვენ არ ველოდით, რომ მეტოქეები ახალი რეზინით
ასეთ უპირატესობას მიიღებდნენ. ჩვენც უნდა შეგვეცვალა რეზინი, მაგრამ ასე არ
მოვიქეცით და წავაგეთ“, - ამბობს ბულიე.
სამაგიეროდ,
ის აღნიშნავს, რომ გუნდმა შეძლო მანქანის დახვეწა, განსაკუთრებით მისი აეროდინამიკა
გაუმჯობესდა, რამაც კარგად იმუშავა. „უსაფრთხოების მანქანა რომ არა, რბოლა საკმაოდ
კარგად ჩავატარეთ. ჯერ ყველაფერი არ გაგვიანალიზებია, მაგრამ ფაქტია, რომ ბევრმა
სიახლემ, რომლებიც სილვერსტოუნზე გამოვიყენეთ, კარგად იმუშავა და სასურველი შედეგი
მოგვცა“, - დასძენს ბულიე.
No comments:
Post a Comment