Mercedes Boss Says S-Class Pullman will Rival
Rolls-Royce Phantom
25 ივნისი
მართალია, „დაიმლერმა“ თავისი ყველაზე მდდრული
ავტომობილების მწარმოებელი ბრენდი „მაიბახი“ გააჩერა, მაგრამ ულტრა ლუქს კლასის
დატოვებას მაინც არ აპირებს. ამისათვის კი ახალი S-კლასის
ბაზაზე, მოდელ „პულმანს“ გამოუშვებს, რომლითაც კონკურენციას თვით „მეფეთა მეფეს“ –
„როლს როის ფანტომს“ გაუწევს. ეს უკანასკნელი, „მაიბახის“ გაქრობის შემდეგ, თავის
სეგმენტში ეულადაა დარჩენილი და ეს მის გაყიდვებზე დადებითად აისახება.
ბრიტანულ ჟურნალ „ავტოქართან“ საუბრისას, „დაიმლერის“
მთავარმა აღმასრულებელმა დიტერ ცეტშემ განაცხადა, რომ მოდელი „S-კლას პულმანი“ „მერსედეს-ბენცის“
ფლაგმანი გახდება და ის სწორედ „როლს როის ფანტომს“ გაუწევს კონკურენციას.
ამასთან, ეს ავტომობილი სწორედ S-კლასის მოდერნიზებულ პლატფორმაზე აიგება.
სხვათა შორის, არსებობს მოსაზრება, რომ ამჟამად „ფანტომს“
კონკურენტად „ბენტლის“ ულტრა ლუქსის „მულსანი“ ჰყავს, მაგრამ თუ გაბარიტებს
გავითვალისწინებთ, ეს ავტომობილი „როლს როისის გოსტის“ მეტოქეა, მონუმენტური „ფანტომი“
კი ცალკეა. ძნელი სათქმელია, რამდენად შეძლებს ახალი „პულმანი“ ამ ავტომობილის
კონკურენტობას. თუმცა, გაბარიტების მხრივ, ყველაფერი ადგილზე იქნება - ეს
ავტომობილი ახალი S-კლასის ექსტრა გრძელ პლატფორმას დაეყრდნობა.
ცეტშე ამბობს, რომ ახალი S-კლასი იმ გათვლით
შეიმუშავეს, რომ მის ბაზაზე ექვსი განსხვავებული მოდელის გამოშვება იყოს შესაძლებელი.
ამისათვის, პლატფორმის ბორბლებს შორის ბაზას სამი ზომა ექნება. რა თქმა უნდა, ამ
გამის სათავეში „პულმანი“ მოექცევა, რომელიც ყველაზე გრძელ ბაზაზე აიგება და
ფაქტობრივად, „მაიბახს“ ჩაანაცვლებს. ამ ავტომობილს, S-კლასისგან
განსხვავებული ელემენტები ექნება. მაგაითად, რადიატორის უნიკალური ცხაური, რომელიც
მას უფრო მდიდრულ იერს მიანიჭებს.
„ჩვენ გავაგრძელებთ ბაზრის იმ სეგმენტში მუშაობას,
სადაც ავტომობილები 200 000 და მეტი ევრო ღირს. „მერსედეს-ბენცი“ ამ
სეგმენტში აუცილებლად უნდა იყოს. ამ დონეზე ჩვენ ტრადიციები გვაქვს და ვხედავთ,
რომ ლუქს ავტომობილების ბაზრის ზედა დონეზე ლიდერობის შენარჩუნების რეალური შანსი გაგვაჩნია.
სამოდელო გამის გაფართოებას ვგეგმავთ და „პულმანი“ ამ გეგმის ნაწილია“, - ამბობს
ცეტშე.
ის დასძენს, რომ ახალ S-კლასს მყიდველს სამი განსხვავებული ბაზით შესთავაზებენ. ესენია სტანდარტული, გრძელი და ექსტრა გრძელი. ამ უკანასკნელს „პულმანისთვის“ გამოიყენებენ. ექსტრა გრძელბაზიანი S-კლასის ძირითადი ბაზარი ჩინეთი იქნება. საინტერესოა, რომ ადრე სახელ „პულმანს“, სწორედ გრძელბაზიანი S-კლასის ლიმუზინებს არქმევდნენ.
ის დასძენს, რომ ახალ S-კლასს მყიდველს სამი განსხვავებული ბაზით შესთავაზებენ. ესენია სტანდარტული, გრძელი და ექსტრა გრძელი. ამ უკანასკნელს „პულმანისთვის“ გამოიყენებენ. ექსტრა გრძელბაზიანი S-კლასის ძირითადი ბაზარი ჩინეთი იქნება. საინტერესოა, რომ ადრე სახელ „პულმანს“, სწორედ გრძელბაზიანი S-კლასის ლიმუზინებს არქმევდნენ.
No comments:
Post a Comment