Latvala wins Acropolis Rally for Volkswagen
2 ივნისი
ფინელი იარი-მატი ლატვალას გამარჯვებით დასრულდა რალის
მსოფლიო ჩემპიონატის ყველაზე პრესტიჟული - აკროპოლისის რალი. ეს ლატვალას პირველი
გამარჯვებაა მას შემდგ, რაც „ფოლკსვაგენის“ გუნდში გადავიდა. აღსანიშნავია, რომ
მსოფლიო ჩემპიონატზე ლატვალამ პირველად სწორედ საბერძნეთში იასპარეზა. ეს ათი წლის
წინ მოხდა, როცა ის მხოლოდ 18 წლის იყო.
ამჯერად მხოლოდ მეათე ადგილს დასჯერდა „ფოლკსვაგენის“
კიდევ ერთი მრბოლი, ფრანგი სებასტიან ოჟიე, რომელიც ჩემპიონატს დამაჯერებლად ლიდერობს.
მის მანქანაზე, რბოლის დასაწყისშივე საწვავის მიწოდების სისტემა გაჭირვეულდა,
რამაც ფრანგ მრბოლს გამარჯვებისთვის ბრძოლის საშუალება არ მისცა. თუმცა, მან ბოლო,
სუპერ სპეცმონაკვეთი მოიგო, რის გამოც, სამი საბონუსე ქულა დაიმსახურა.
რბოლაში მონაწილეობა მიიღო ფორმულა ერთის პოლონელმა
მრბოლმა რობერტ კუბიცამ, ვინც მეორე კატეგორიის პილოტებს შორის უსწრაფესი,
აბსოლუტურ ჩათვლაში კი მე-11 იყო. აღსანიშნავია ისიც, რომ ერთხანს კუბიცას მეცხრე
დრო ჰქონდა, თუმცა შემდეგ ოჟიემ და რუსმა ევგენი ნოვიკოვმა ჩამოიტოვეს.
ლატვალამ ლიდერობა ხელთ მეორე დღის (სამიდან)
მეოთხე სპეცმონაკვეთზე იგდო, მას შემდეგ, რაც იმ მომენტში მოწინავე ნოვიკოვი ლოდს
დაეჯახა და უკანა საბურავი დაუზიანდა. აქედან მოყოლებული, ლატვალასთვის
კონკურენციის გაწევა ვეღარავინ შეძლო.
ამ გამარჯვებით, ლატვალამ კლასიფიკაციაში უკან
ჩამოიტოვა მსოფლიოს ცხრაგზის ჩემპიონი სებასტიან ლოები, რომელმაც აკროპოლისი შარან
მოიგო, მაგრამ ამჯერად საბერძნეთში არ უასპარეზია. ლეგენდარული ფრანგი ახლა
ამერიკაში იმყოფება, სადაც პაიკს პიკის რბოლისთვის ემზადება.
აკროპოლისის რალი
1. იარი-მტი ლატვალა (ფინეთი, ფოლკსვაგენი) 3:31:01.200
2. დანიელ სორდო (ესპანეთი, სიტროენი) +01:50.000
3. ტიერი ნოივილი (ბელგია, ფორდი) 02:14.100
4. ანდრეას მიკელსენი (ნორვეგია, ფოლკსვაგენი) 03:55.100
5. ნასერ ალ-ატია (კატარი, ფორდი) 04:12.600
6. მადს ოსტბერგი (ნორვეგია, ფორდი) 05:48.700
7. მიკო ჰირვონენი (ფინეთი, სიტროენი) 08:00.700
8. მარტინ პროკოპი (ჩეხეთი, ფორდი) 08:01.200
9. ევგენი ნოვიკოვი (რუსეთი, ფორდი) 08:11.800
10. სებასტიან ოჟიე (საფრანგეთი, ფოლკსვაგენი) 10:10.300
პილოტთა კლასიფიკაცია
1. სებასტიან ოჟიე - 126 ქულა; 2. იარი-მტი ლატვალა
- 74; 3. სებასტიან ლოები (საფრანგეთი,
სიტროენი) - 68; 4. მიკო ჰირვონენი - 63; 5. ტიერი ნოივილი - 50; 6. დანიელ სორდო -
47; 7. მადს ოსტბერგი - 46; 8. ევგენი ნოვიკოვი - 31; 9. ნასერ ალ-ატია - 30; 10. მარტინ
პროკოპი - 25; 11. ანდრეას მიკელსენი - 25...
კონსტრუქტორთა თასი
1. ფოლკსვაგენ მოტორშპორტი - 180 ქულა; 2. სიტროენ
აბუ დაბი WRT - 164; 3. კატარ M-სპორტ WRT - 83; 4. კატარ WRT - 71; 5. აბუ დაბი
სიტროენ ტოტალ WRT - 29; 6. ჯიპოქარ ჩეხ ნეიშნლ ტიმ - 27; 7. ფოლკსვაგენ
მოტორშპორტ II - 26; 8. ლოტოს WRC ტიმ - 12...
No comments:
Post a Comment