Formula 1 to use new side impact system in 2014
24 ივნისი
მომავალი სეზონი ფ1-ში არამხოლოდ ტურბო ძრავების
ეპოქის დასაწყისი იქნება. ასევე დაინერგება ახალი გვერდითა ენერგოშთანმთქმელი
ელემენტები, რომლებიც მახვილი კუთხით შეჯახებისას, მაქსიმალურად შესაძლებელ ენერგას
აითვისებენ და პილოტს ტრავმებისგან და უარესისგანაც დაიცავენ. ახალი სისტემის
შემუშავებისას, ფ1-ის გუნდებთან ერთად, FIA-ს ინსტიტუტიც მუშაობს.
ახლანდელი დამცავი ტექნოლოგიების კვლევისას
დადგინდა, რომ ისინი ნაკლებად ეფექტურია, როდესაც შეჯახება მახვილი კუთხით არ ხდება.ანალიზისას
განიხილეს რობერტ კუბიცას მასიური ავარია კანადის 2007 წლის დიდი პრიზის დროს (ფოტოზე).
ამ საკითხზე მუშაობა წლების განმავლობაში მიმდინარეობდა და საბოლოოდ, ორი
განსხვავებული კონცეპცია გამოიკვლიეს. საბოლოო სპეციფიკაცია იმ პროექტის მიხედვით
შედგა, რომელიც „მარუსიას“ დიზაინის საფუძველზე, „რედ ბულმა“ სრულყო.
ამ კონსტრუქციას შესანიშნავი მახასიათებლები
აღმოაჩნდა. ის კარბონის ბოჭკოსგან მზადდება და განსაკუთრებული გარე და შიდა
გეომეტრია აქვს. მისგან დამზადებული დამცავი სტრუქტურები მანქანის გვერდებზე მაგრდება
და თანამედროვე მსგავსი სტრუქტურებისგან განსხვავებით, ენერგიის შთანთქმისთვის, კი
არ იშლება, არამედ დეფორმირდება. თანაც იმდენად, რომ რაც შეიძლება მეტი დარტყმითი
ძალა შთანთქას. ამგვარად, ხერხდება ავტომობილის კონტროლირებადი შენელება.
ტესტებისას, რომელთა დროსაც, შეჯახება სხვადასხვა
კუთხით ხორციელდებოდა, მსგავსი სტრუქტურებით შესაძლებელია დაახლოებით 40 კილოჯოული
დარტყმითი ენერგიის შთანთქმა, რაც შესანიშნავი მაჩვენებელია. ტესტების დროს, დამცავი
სტრუქტუტრები შეკუმშვაზე 15, გაგლეჯაზე კი 11-ტონიან დატვირთვას უძლებდა.
გუნდებმა
ამ სისტემის მომავალი სეზონიდან გამოყენების შესახებ მოილაპარკეს. მის მიმართ
ისეთი ტექნიკური მოთხოვნები შეიმუშავეს, რომ სისტემა აბსოლუტურად ყველა გუნდის
მანქანას მიესადაგოს. ამასთან, როგორც დადგინდა, აეროდინამიკის შემუშავებისას, ის ინჟინრებს
პრაქტიკულად არ შეზღუდავს.
No comments:
Post a Comment