Ford Focus Was the World’s Best-Selling Car in
2012, Says Polk
9 აპრილი
საავტომობილო ინდუსტრიაში, სტატისტიკური ანალიტიკის
ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული კომპანია „პოლკის“ მიერ ჩატარებულმა აღრიცხვამ
აჩვენა, რომ შარშან მთელს მსოფლიოში ყველაზე მეტი ავტომობილი „ფორდ ფოკუსის“
სახელით გაიყიდა. მთლიანად ცისფერი ოვალის კომპაქტური ავტომობილი 1 020 410 ცალია
გაყიდული.
ყველაზე მეტად, ამ მიღწევაზე გავლენა, ჩინურ
ბაზარზე დაფიქსირებულმა გაყიდვების მატებამ განაპირობა. ციქვეშეთში „ფოკუსზე“
მოთხოვნა 51 პროცენტით არის გაზრდილი. სულ კი, „ფორდის“ მიერ მთელს მსოფლიოში
გაყიდული 4 „ფოკუსიდან“ ერთი ჩინეთზე მოდის. იმავდროულად, ამერიკაში „ფოკუსზე“ მოთხოვნილება
40 პროცენტით არის გაზრდილი.
„ფორდს“ კიდევ ერთი პოპულარული ავტომობილი - „ფიესტა“,
სუბკომპაქტურ კლასში მსოფლიო ბესტსელერია. შარშან ამ ავტომობილზე 723 130
რეგისტრაცია დაფიქსირდა. სულ კი, მარტო „ფოკუსი“ და „ფიესტა“, 1 743 540 ცალია
გაყიდული. ამერიკული კომპანიის კიდევ ერთი ავტომობილი - F-სერიის
პიკაპი (მისი ოჯახი), თავის კლასში მესამე ყველაზე გაყიდვადია. ის სულ 785 630
ცალია გაყიდული. აღსანიშნავია, რომ F-სერიის პიკაპი აშშ-ის ბესტსელერია და ამ ქვეყნის
ყველაზე გაყიდვადი პიკაპის სახელს, უკვე 36 წელია, არავის უთმობს.
„ორივე
ავტომობილი - „ფოკუსი“ და „ფიესტა“, ჩვენი გლობალური პროდუქტის სტრატეგია „ერთი
ფორდის“ კულმინაციაა. მას შემდეგ, რაც ის ჩინეთში შევიტანეთ, „ფოკუსის“ გაყიდვები
მნიშვნელოვნად გაიზარდა. ის იქ უკვე ყველაზე გაყიდვადი ავტომობილია“, - ამბობს „ფორდის“
აღმასრულებელი ვიცე პრეზიდენტი ჯიმ ფარლი, ვინც კომპანიის გლობალური მარკეტინგის,
გაყიდვებისა და მომსახურების საქმეებს განაგებს.
No comments:
Post a Comment