McLaren hopes recovery can start in Chinese Grand
Prix
7 აპრილი
„მაკლარენის“ შეფი მარტინ უიტმარში დარწმუნებულია,
რომ მისი გუნდ ჩინური ეტაპიდან გაცილებით უკეთ იასპარეზებს. ის ამბობს, რომ
სამკვირიანი პაუზისას, გუნდის ინჟინრებმა ჩავარდნის ზოგიერთი მიზეზი იპოვნეს. და
სწორედ ესაა ოპტიმიზმის საფუძველი.
შეგახსენებთ, რომ პირველ ორ ეტაპზე, გუნდის
პილოტების, ჯენოსნ ბატონისა და სერხიო პერესის საუკეთესო შედეგები ორი მეცხრე
ადგილი და მათთან ერთად, ორ-ორი ქულაა. ბატონმა ეს ორი ქულა მელბურნში აიღო, პერესმა
კი - სეპანგზე. ასეთი დასაწყისი კი საჯინიბოსთვის, რომელიც ყოველ სეზონში ტიტულისთვის
იბრძვის, კრახის ტოლფასია.
„რა თქმა უნდა, ავსტრალიასა და მალაიზიაში ჩვენი
გამოსვლა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ჩვენ ახლოსაც კი არ ვართ ლიდერებთან.
მაგრამ მეორე და მესამე ეტაპებს შორის არსებული სამკვირიანი პაუზის დროს, ჩვენ მთლიანად
ჩართული ვიყავით მანქანის სრულყოფის საქმეში და მის კონსტრუქციაში რამდენიმე
ცვლილებაც შევიტანეთ. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ გაწეულ სამუშაოს დადებითი შედეგი
ექნება და ეს ჩვენს კონკურენტუნარიანობაზე აისახება“, - ამბობს უიტმარში.
„ისეთი წინათგრძნობა მაქვს, ჩემთვის ახალი სეზონი
ჩინეთიდან დაიწყება. პირველ ორ რბოლაში მხოლოდ ორი ქულა ის არაა, რისი იმედიც სეზონის
დაწყებამდე მქონდა. მაგრამ გუნდმა თავი არ დაზოგა იმისათვის, რომ პრობლემები
მოეგვარებინა. ვიცით, რომ ძველებურად სწრაფები არ ვართ. მაგრამ ჩინეთის რბოლას
მოუთმენლად ველით, რადგან გვაინტერესებს, რა შედეგი ექნება გაწეულ სამუშაოს.
შეიძლება, დიდი პროგრესი არ გვქონდეს, მაგრამ შანჰაიში მანქანის უკეთ შეცნობის შანსი
გვექნება და ეს შანსი აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ. ყველაფერი დაკარგული ჯერ კიდევ
არაა და იმედია, მალე მაღალი ადგილებისთვის ჩვენს ბრძოლას იხილავთ“, - ამბობს
ბატონი, ვინც დარწმუნებულია, რომ მალაიზიაში კვარცხლბეკთან ახლოს ფინიში რეალური
იყო.
No comments:
Post a Comment