Evoque Convertible Won't Be Made, Instead May Get
a Panoramic Roof That Opens
6 აპრილი
„რეინჯ როვერ ევოუკის“ ღია კონცეპტუალური ვერსია,
რომელიც „ლენდ როვერმა“ ჟენევის შარშანდელ მოტორ შოუზე გვიჩვენა, კონცეპტუალურ
ავტომობილადვე დარჩება. ამ ავტომობილის პრემიერაზე, ბრიტანულმა კომპანიამ
გამოაცხადა, რომ ამ ავტომობილის წარმოების დაწყების გადაწყვეტილების მიღებამდე, გამოფენაზე
და მის შემდგომ მიღებულ გამოხმაურებებს შეისწავლიდა. სამწუხაროდ, როგორც გამოცემა „ქარ
ენდ დრაივერი“ იუწყება, ავტომწარმოებელმა, ღია „ევოუკის“ წარმოებას წითელი აუნთო.
როგორც ჩანს, „ლენდ როვერმა“ ვერ შეძლო ღია „ევოუკის“
მიზანშეწონილობის დასაბუთება, რამაც ასეთი გადაწყვეტილება განაპირობა. სამაგიეროდ
გადაწყდა, რომ მყიდველს ახალ ვერსიას შესთავაზებენ, რომელიც პანორამული სახურავით აღიჭურვება.
თავის მხრივ, ეს სახურავი დასაკეცი იქნება, როგორც „ფიატ 500C-ზე“ და „სიტროენ DS3
კაბრიოზეა“.
ამგვარად, აღარ დაიკარგება „ევოუკის“ ერთ-ერთი
დამახასიათებელი გარეგნული ნიშანი - უკან დაქანებული სახურავი, რომელიც მის ინდივიდუალობას
განაპირობებს. გარდა ამისა, არ გამოვა „ევოუკის“ სპეც ვერსია „ვიქტორია ბექჰემია“
არცერთი ვარიანტი. ამის მიზეზი თურმე ისაა, რომ „ლენდ როვერს“ ჯერაც არ გაუყიდავს
წინა სპეც ვერსიების სრული პაკეტი, რისი მიზეზიც მათი სიძვირეა.
მოკლედ, იმ ტექნიკურ და ფინანსურ რესურდებს, რომლებიც
„ლენდ როვერს“ ღია „ევოუკის“ შესამუშავებლად დასჭირდებოდა, მთლიანად ახალი „დიფენდერის“
შექმნაზე მიმართავს. ეს კი ის ავტომობილის, რომელსაც ბაზარი მოუთმენლად ელის. უფრო
მეტიც, შეიძლება ითქვას, რომ ახალი „დიფენდერი“ კომპანიის მომავალი ბესტსელერი
იქნება.
ცნობილი გახდა, რომ ახალი „დიფენდერი“ მსუბუქ (ალუმინის)
D7 პლატფორმას დაეყრდნობა, რომელზეც ახალი „რეინჯ როვერია“ აგებული. ოღონდ, ამ
პლატფორმას მოდიფიკაცია ჩაუტარდება. სხვათა შორის, „ევოუკის“ და „ფრილენდერის/LR2-ის“
გარდა, ამ პლატფორმას და მის ვარიაციებს, „ლენდ როვერის“ ყველა სხვა მოდელისთვის
გამოიყენებენ.
No comments:
Post a Comment