დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Tuesday, April 16, 2013

დუბაის პოლიციას „ლამბორგინიზე“ დასვამენ

Dubai police get Lamborghinis
16 აპრილი

ქალაქში, სადაც მსოფლიოს უმაღლესი ცათამბჯენი დგას, ამიერიდან პოლიციის განკარგულებაში, მსოფლიოში ერთ-ერთი უსწრაფესი სუპერ ავტომობილი ჩადგება. ქალაქის პოლიციის შეფის თქმით, ქალაქის ქუჩებში 400 000 დოლარად ღირებული ავტომობილების გამოჩენა, დუბაის და არაბეთის გაერთიანებული საემიროების იმიჯს კიდევ უფრო მაღლა ასწევს.

როგორც გენერალ მაიორი ხამის მატარ ალ მაზეინა ამბობს, ძვირადღირებული საპოლიციო ავტომობილები დუბაის იმ უბნებში პატრულირებისთვისაა განკუთვნილი, რომლებსაც ტურისტები ყველაზე მეტად ეტანებიან. მოკლედ, პატრულის „ავენტადორები“, მალე დუბაის კიდევ ერთი სახე გახდება.
„ამ ავტომობილების პატრულირებით, ჩვენი მიზანია, რომ დუბაის მაღალი სტატუსი გავუმყაროთ. ეს ტურიზმის განვითარებაშიც დაგვეხმარება და იმასაც გაუსვამს ხაზს, რომ დუბაის პოლიცია ქალაქის დაცვის მთავარი ძალაა“, - ამბობს ალ მაზეინა.
„ლამბორგინის“ ავტომობილებით პატრული ბურჟ ხალიფას ცათამბჯენის გარშემო, მოჰამედ ბინ რაშიდის ბულვარზე, ასევე ჯუმეირას სანაპირო ზოლის დასახლებულ უბანში ივლის.
საპატრულო სუპერ ავტომობილების ფოტოები ადგილობრივ პრესაში გავრცელდა. ისინი თეთრი და მწვანე ფერების კომბინაციითაა შეღებილი და არაბეთის გაერთიანებული საემიროების გერბითაა დამშვენებული.
დუბაი შვიდ საემიროდან ერთ-ერთია და ყველაზე პოპულარული ტურისტებს შორის. ამ საემირომ უკვე დაძლია ფინანსური კრიზისი, რომელიც იქ 2009 წლის გლობალური კრიზისის ფონზე დაიწყო. საემიროს ამჟამად რამდენიმე დიდი პროექტი აქვს დაწყებული, მათ შორის, მასშტაბური ტურისტული და საცალო ვაჭრობის განვითარების პროექტები, ასევე მსოფლიოში ყველაზე დიდი სავაჭრო კომპლექსის მშენებლობა.

No comments:

Post a Comment