დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, April 17, 2013

„ტოიოტამ“ უკვე 5 მილიონი ჰიბრიდი გაჰყიდა (ვიდეო)

Toyota’s Hybrid Sales Top Five Million Vehicles
17 აპრილი

იაპონურმა საავტომობილო კომპანია „ტოიოტამ“ გამოაცხადა, რომ მის მიერ წარმოებული ჰიბრიდული ავტომობილების გლობალურმა გაყიდვებმა ხუთმილიონიანი ზღვარი გადალახა. „ტოიოტამ“ ბაზარზე ჰიბრიდული ავტომობილი პირველად 1997 წელს გამოიტანა. სანუკვარი ზღვარის გადალახვის ფაქტი კი 31 მარტს დაფიქსირდა.

იაპონური კომპანიის განცხადებით, მის მიერ გაყიდულმა ჰიბრიდებმა, პლანეტის ატმოსფერო 34 მილიონი ტონა გამობოლქვილი ნახშირორჟანგისგან გადაარჩინა. ამასთან, დაიზოგა დაახლოებით 12 მილიარდი ლიტრი ბენზინი.
„პირველი თაობის „პრიუსი“ იმ მიზნით გამოვუშვით, რომ ეს უნდა გამხდარიყო 21-ე საუკუნის ავტომობილი და იმის მანიშნებელი, რომ „ტოიოტა“ გარემოს მოთხოვნებს პასუხობს. ჩვენ ჰიბრიდული სისტემა სუფთა ფურცლიდან შევქმენით, რამაც ჩვენი საქმე მეტისმეტად გაართულა. და მაინც, ჩვენ გამოწვევას არ შევუშინდით“, - ამბობს „ტოიოტას“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ტაკეში უჩიამადა და დასძენს:
„ბაზარზე პირველი თაობის „პრიუსის“ ბაზარზე გამოსვლას უფრო ძლიერი ეფექტი ჰქონდა, ვიდრე ჩვენ ველოდით. ამ ავტომობილმა მფლობელებს გარემოზე ზრუნვა გაუღვიძა და ჰიბრიდულ ავტომობილებს ავტორიტეტი მოუპოვა. მას შემდეგ, ჩვენ მუდმივად ვითვალისწინებდით მყიდველთა თვალსაზრისს და ამის შესაბამისად ვხვეწდით ჰიბრიდულ ტექნიკას, რამაც ამ ავტომობილებს ავტორიტეტი მოაპოვებინა“.
ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, „ტოიოტამ“ გამოუშვა მუსიკალური ვიდეო, სახელწოდებით „გმადლობთ, რომ „ტოიოტას“ 5 მილიონ ჰიბრიდზე შეაჩერეთ არჩევანი“.

ვიდეო

No comments:

Post a Comment