დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Sunday, March 17, 2013

„ფერარი F150 იტალია“ „ლეგოსგან“

Lego Ferrari Formula 1 car unveiled in Australia
17 მარტი

„ლეგოს“ მთელს მსოფლიოში იცნობენ. „ფერარისაც“... და სულაც არაა გასაკვირი, რომ ამ ორმა კომპანიამ ერთობლივი პროექტი განახორციელა - „ლეგოს“ „აგურებით“, „ფერარის“ ფორმულა ერთის შარშანწინდელი ბოლიდის (F150 იტალია) 1:1-ზე მასშტაბის მოდელი შექმნა. და ეს უჩვეულო ქმნილება მელბურნში, ალბერტ პარკის ავტოდრომზე, ავსტრალიის დიდი პრიზის წინ, საზოგადოებას თვით ფერნანდო ალონსომ და ფელიპე მასამ წარუდგინეს.

პრეზენტაციაზე „ფერარის“ ამ უჩვეულო „ავტომობილის“ შესახებ კონკრეტული ინფორმაცია (მაგალითად, რამდენი აგურით აიგო ავტომობილი) არ გაუვრცელებია. ავტომობილი „პირელის“ რეალურ ბორბლებზე დგას. დანარჩენი კი ყველაფერი „ლეგოსია“, საჭის რგოოლიც კი, რომელიც მარანელოელთა პილოტებმა ცალკე წარადგინეს. ავტომობილზე სარეკლამო ლოგოები და წარწერებიც კია დატანილი...


სხვათა შორის, პროექტი „ფერარის“ და „შელის“ შეკვეთით შესრულდა. ამ კომპანიების და „ლეგოს“ პარტნიორობა არახალია - ზოგიერთ ქვეყანაში, „შელის“ გასამართ სადგურებზე, „ლეგოს“ მიერ შექმნილი „ფერარის“ რამდენიმე მოდელის (F40, 458 იტალია, FXX, 250 GT ბერლინეტა, ფერარის ფ1-ის გუნდს გამწევი სატვირთო ავტომობილი და პატარა F150) შეძენაცაა შესაძლებელი. სხვათა შორის, ამ პატარა მოდელების შეძენა. „იბეიზეც“ შესაძლებელია.

No comments:

Post a Comment