VW Presents e-up! Production EV, Travels up to
150km on a Single Charge
26 მარტი
„ფოლკსვაგენის“ პირველი სერიული ელექტრომობილი,
მინიატურული e-up! გახდება. გერმანულმა კომპანიამ ეს ავტომობილი პირველად
თავის ინვესტორთა კონფერენციაზე, ვოლფსბურგში წარადგინა, მის მსოფლიო პრემიერას კი
ფრანკფურტის მოტორ შოუზე გეგმავს.
წარდგენისას ითქვა, რომ ავტომობილს მამოძრავებელ
ძალას ელექტრო ძრავი ანიჭებს, რომლის პიკური სიმძლავრეც 60 კილოვატი (80 ცხ.ძ), ნომინალური
სიმძლავრე კი 40 კილოვატი, ანუ 55 ცხენის ძალაა. ძრავის მაქსიმალური მაბრუნი
მომენტი 210 ნიუტონმეტრს აღწევს და ისევე როგორც სხვა ელექტროძრავებიის პედალზე
დაჭერისთანავე მიიღწევა. ამ მონაცემებით, e-up!-ს ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის ასაკრეფად
14 წამი სჭირდება, მაქსიმალური სიჩქარე კი 135 კმ/სთ-ს აღწევს.
ლითიუმ-იონური ელემენტების ბლოკის ერთი სრული
დამუხტვით, ავტომობილს 150 კილომეტრის გავლა შეუძლია, აკუმულატორების (რომლის
ტევადობა 18.7 კილოვატსაათია) 80 პროცენტით დამუხტვას ნახევარი საათი ჰყოფნის. ელემენტების
ბლოკი მანქანის ძირზეა განლაგებული და ის 150 კილოგრამს იწონის. სულ კი
ელექტრომობილის წონა 1185 კილოგრამია (შიდაწვისძრავიანი ჰეჩბეკი up! 1031
კილოგრამს იწონის).
ჩვეულებრივი up!-სგან მის ელექტრონულ ვერსიას, გარეგნულად
ზოგიერთი დეტალი გამოარჩევს. მაგალითად, დღის განათების თხევადკრისტალური
ელემენტებისგან შემდგარი ფარები, რომლებიც ბამპერს ორივე კიდეზე გარს აკრავს.
ანალოგიური მოყვანილობა და კომბინაცია აქვთ უკანა ბამპერსა და სანისლე სტოპ
ფარებს. ინტერიერში ღია ნაცრისფერი დომინირებს, რომელსაც სავარძლებზე მუქი
ნაცრისფერი ეხამება. ალაგ-ალაგ გამოყენებულია შავი ტყავი და ქრომირებული დეტალები.
საერთო ჯამში, სალონში სისადავე დომინირებს.
ავტომობილი დამუხტვის კომბინირებული სისტემით არის
აღჭურვილი, რომელიც საშუალებას იძლევა, რომ ენერგიის შევსება პრაქტიკულად ყველა
ტიპის დასამუხტი სვეტიდან იყოს შესაძლებელი.
No comments:
Post a Comment