COTY 2013: VW Golf Mk7 Wins this Year's
Competition to No One's Surprise
4 მარტი
„ფოლკსვაგენის“ მეშვიდე თაობის „გოლფი“ ევროპის 2013
წლის საუკეთესო ავტომობილად დაასახელეს. ამ კონკურსის ისტორიაში ეს სულ მეორე
შემთხვევაა, როდსაც ერთი ავტომობილი (რა თქმა უნდა, სხვადასხვა თაობის) მეორედ
ახერხებს ამ საპატიო ჯილდოს მოპოვებას. პირველმა ეს „რენო კლიომ“ შეძლო.
თუმცა, „გოლფი“ გაცილებით ტიტულოვანი ავტომობილია -
მისი შვიდივე თაობის მოდელი წლის საუკეთესო ავტომობილის კონკურსის ფინალში მონაწილეობდა
და სამეულში შევიდა. ამჯერად კი დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა - ჟიურის
წევრებმა, რომელშიც ევროპის ქვეყნების წამყვანი ავტოგამოცემების რედაქტორები შედიან,
„გოლფს“ 414 ქულა დაუწერეს.
მეორე ადგილზე გასული ტყუპები - „ტოიოტა GT86/სუბარუ
BRZ“ 202 ქულით მეორე ადგილზე გავიდნენ. მომდევნო ადგილებზე გავიდნენ: „ვოლვო V40“
(189 ქულა), „ფორდ B-მაქსი“ (148 ქულა), „მერსედეს-ბენც A-კლასი“ (138 ქულა), „რენო
კლიო IV“ (128 ქულა), „პეჟო 208“ (120 ქულა) და „ჰიუნდაი i30“ (111 ქულა).
„ჟიურიმ ახალი „გოლფი“ საუკეთესოდ იმის გამო
აღიარა, რომ ის არის მთლიანობაში დაბალანსებული, ეკონომიური, კომფორტული, დინამიური
და უსაფრთხოების მხრივ უმაღლეს დონეზე აღჭურვილი ავტომობილი. შეიძლება გარეგნულად
ტიპური „გოლფია“, თუმცა სულ სხვა კანითაა დაფარული. რაც მთავარია, მსუბუქ და უნივერსალურ
MQB პლატფორმაზეა ბაზირებული, რომელიც ავტოინდუსტრიაში ახალი სიტყვაა. იგივე
ითქმის სალონზეც, რომელიც არის კოხტა და კლასიკურ სტილში შესრულებული, ასევე
საკმაოდ ფართო და მაღალი ხარისხის მასალებით გაწყობილი. სალონი სასიამოვნო
განწყობას გიქმნით. იქ მოხვედრისას შესრულების უმაღლესი ხარისხი იგრძნობა“, - ნათქვამია
ჟიურის ოფიციალურ შეფასებაში.
No comments:
Post a Comment