18 მარტი
ყველასთვის ცნობილია არაბი შეიხების უძვირფასესი ავტომობილებით გატაცების შესახებ. ზოგს მოოქროვილი ლიმუზინები მოსწონს, ზოგი კი თავისი საყვარელი ავტომობილის გასაფორმებლად ბრილიანტებს ირჩევს. მაგრამ მონეტებით ძარის მოვარაყება თავში აქამდე არავის მოსვლია.
ამ „რეინჯ როვერის“ შესახებ მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ მისი ძარა 57 412 ცალი, სხვადასხვა ღირებულების მონეტითაა მოოჭვილი. თითოეული მონეტის საშუალო წონა 3 გრამია, ასეთი უცნაური გარსი ავტომობილს დაახლოებით 170 კილოგრამით ამძიმებს.
ავტომობილი ვინმე „პატრიკ 3331-მა“ ვიდეოკამერით გადაიღო და ეს ფილმი იუთუბიზე განათავსა, საიდანაც საავტომობილო ინტერნეტ გამოცემების გვერდებზე მოხვდა. სხვა ინფორმაცია ამ ავტომობილის შესახებ არ გავრცელებულა. არც ისაა ცნობილი, თუ ვის ეკუთვნის ის. თუმცა, თუ იმ დროშების მიხედვით ვიმსჯელებთ, რომლებიც წინა და უკანა კარების ცენტრალუ ნაწილებშია მოთავსებული, შეიძლება მივხვდეთ, რომ მონეტებით მოჭედილი „რეინჯ როვერი“ ან გაერთიანებული არაბული საემიროების, ან ბაჰრეინის რომელიმე შეიხს ეკუთვნის...
ვიდეო
No comments:
Post a Comment