დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Sunday, February 10, 2013

რორი ბირნი „ფერარის“ ახალ მანქანაზე მუშაობს

Byrne lending a hand with Ferrari's 2014 car
10 თებერვალი
„ფერარის“ ფორმულა ერთის ბანაკს ისევ დაუბრუნდა სახელოვანი სამხრეთაფრიკელი ინჟინერი რორი ბირნი, ვის მიერ „ბენეტონსა“ და „ფერარიში“ შექმნილი მანქანებითაც, მიხაელ შუმახერმა მსოფლიოს ჩემპიონის შვიდი ტიტული მოიპოვა. გერმანულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, ბირნმა 2014 წლის მანქანაზე დაიწყო მუშაობა.
ბირნი დაესწრო F138-ის პრეზენტაციას, რომელიც მარანელოში, „ფერარის“ ფაბრიკაში ჩატარდა. ხერესის ტესტების შემდეგ კი იტალიურმა გუნდმა დაადასტურა, რომ ბირნმა მონაწილეობა მიიღო ამ მანქანის შექმნაში და უკვე მონაწილეობს 2014 წლის სეზონის მანქანის შემუშავებაში. გარდა ამისა, „ფერარის“ პრესმდივანმა დაადასტურა, რომ 69 წლის ინჟინერი ასევე მონაწილეობდა სუპერ ავტომობილ „ენცოს“ შემცვლელის კონსტრუირების პროცესში.
გერმანულ ჟურნალ „აუტო მოტორ უნდ შპორტთან“ საუბრისას, ბირნმა განაცხადა, რომ ახლა მთლიანად ჩართულია 2014 წლის სეზონის მანქანის შემუშავების პროცესში და ამბობს, რომ იმ მანქანასთან F138 სათამაშოსავითაა. რა თქმა უნდა, ის გულისხმობს იმ ფაქტს, რომ 2014 წლის სეზონიდან რეგლამენტი მნიშვნელოვნად იცვლება, რის გამოც, ყველა გუნდს სრულიად ახალი მანქანის შემუავება მოუწევს. ამ სეზონისთვის კი უმეტესობამ შარშანდელი მანქანების ევოლუციური ვერსია მოამზადა.
სხვათა შორის, ამ ორი სეზონისთვის, „ფერარიმ“ ინჟინერთა ორი განცალკევებული ჯგუფი შექმნა, რომლებიც ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მუშაობს. F138-ის ჯგუფს სიმონე რესტა ხელმძღვანელობდა, მეორე მანქანის პროექტის ხელმძღვანელი კი ფაბიო მონტეკია. ორივე ანგარიშს ნიკოლას ტომბაზისს აბარებს.
რორი ბირნი „ფერარიში“ 1997 წელს გადავიდა. მანამდე ის „ბენეტონში“ მუშაობდა და იქიდან იტალიურ გუნდში როს ბრაუნს გაჰყვა. ფ1ის პროექტებს ის 2006 წლის სეზონის შემდეგ ჩამოშორდა, როდესაც სკუდერია შუმახერმაც დატოვა. სამაგიეროდ, „ფერარის“ სუპერ ავტომობილების, მათ შორის, „ენცოს“ შემცვლელის პროექტში მიიღო მონაწილეობა.
აღსანიშნავია, რომ სამი წლის წინ, ბირნს პროსტატის კიბო აღმოაჩნდა, მაგრამ მკურნალობა ეფექტური აღმოჩნდა და როგორც სამხრეთაფრიკელი ინჟინერი ამბობს, ბოლო გამოკვლევამ მის ორგანიზმში დაავადების კვალს ვერ მიაგნო.

No comments:

Post a Comment