დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, February 13, 2013

„რენომ“ ფურგონი „კანგუ“ გადაახალისა

Renault Gives its Kangoo Van Series a Fresh Look and New Features

13 თებერვალი
ხუთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც „რენომ“ მეორე თაობის ფურგონ „კანგუს“ წარმოება დაიწყო. ამ დროში გაყიდვებმა უკვე 400 000-ს მიაღწია და ავტომობილს, რომლის ბაზაზეც „მერსედესმა“ შესაბამისი კლასის „ციტანი“ გამოუშვა, განახლების დრო დაუდგა. როგორც „რენო“ აცხადებს, ფეისლიფტინგის მიზანს, ამ ავტომობილის შეცვლილ კორპორატიულ სტილთან მისადაგება და ეკიპირების გამრავალფეროვნება წარმოადგენდა.
გარეგნულად ყველაზე მეტი ცვლილება, მანქანის წინა ნაწილს შეეხო. კერძოდ, შეიცვალა ფარები, რადიატორის ბადე და ბამპერი. „კანგუს“ ელექტრული ვერსიის ბამპერზე კი ფოსო გაჩნდა, სადაც დასამუხტის შტეპსელია მოთავსებული. ფოსოს გარედან კომპანიის მოზრდილი ლოგო ფარავს, რომელსაც ჩვეულებრივზე მეტად ვერტიკალური პოზიცია უკავია. შეცვლილია კარზე განლაგებული სარკეების ფორმა, უკან კი - გაბარიტული და სტოპ-ფარების ბლოკი.
სალონში ყურადღებას იქცევს ახლებურად გაფორმებული ცენტრალური კონსოლი და საჭის რგოლი. ახალ ეკიპირებაშ შევიდა ESC, „სტარტ ესისტ“ და „გრიპ იქსტენდ“ სისტემები. მგზავრთა გართობას კი მულტიმედიური სისტემა R-ლინკი მოემსახურება.
ისევე როგორც ადრე, „რენო“ მყიდველს ახლაც „კანგუს“ ორი განსხვავებული სიგრძის ბაზით შესთავაზებს. რაც შეეხება ძრავებს, აქ არჩევანს 1.5-ლიტრიანი დიზელის აგრეგატის სამ სხვადასხვა ვერსიას შორის შემოგთავაზებენ. მათი სიმძლავრეები 75, 90 და 110 ცხენის ძალაა. და, რა თქმა უნდა, შესაძლებელია „კანგუს“ საბარგო ვერსიის შეძენა, რომლებიც არის ორ და ხუთადგილიანი სალონით.

No comments:

Post a Comment