დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Friday, January 25, 2013

„აუდი“ Q6-ის წარმოებას 2016 წელს დაიწყებს


Audi Q6 Slated for 2016 Debut
25 იანვარი
მას შემდეგ, რაც „ბეემვემ“ კუპე ქროსოვერ X6-ის წარმოება დაიწყო, გაჩნდა იმის ვარაუდ, რომ ბავარიელებს მალე „მერსედეს-ბენცი“ და „აუდიც“ მიბაძავდნენ. მაგრამ გავიდა რამდენიმე წელი და მათს სამოდელო გამას, ასეთი ავტომობილი ჯერაც აკლია. ამის გამო, X6 ამდენ ხანს მარტოა იმ სეგმენტში, რომელიც, თუ „ინფინიტის“ FX-ს არ ჩავთვლით, სწორედ მისი წყალობით წარმოიქმნა.

გავიდა დრო და, როგორც იქნა, „აუდიმ“ გადაწყვიტა X6-ის კონკურენტის წარმოება. როგორც გერმანული გამოცემა „აუტომობილ-პროდუკტიონ“ იუწყება, ინგოლშტადტელები სპორტულ ქროსოვერ, სახელად Q6-ს, 2016 წელს დაიწყებენ. უფრო მეტიც, ეს გამოცემა იმასაც ირწმუნება, რომ ახალი ავტომობილი Q5-ის პლატფორმაზე იქნება ბაზირებული. თავის მხრივ, შემდგი თაობის Q5-ის წარმოება, ერთი წლის დაგვიანებით დაიწყება. ორივე ავტომობილი, ძრავების ერთიდაიმავე გამით აღიჭურვება
„აუტომობილ-პროდუკტიონის“ ინფორმაციით, სპორტული ქროსოვერის ფასი დაახლოებით 39 000 ევრო უნდა იყოს, დაახლოებით 3 000 ევროთი მეტი, ვიდრე ახლანდელი Q5 ღირს. ეს კი ნიშნავს, რომ მისი სახით, X6-ს ძლიერი კონკურენტი გამოუჩნდება, რომლის მთავარი კოზირი, გაცილებით დაბალი ფასი იქნება.

No comments:

Post a Comment