22 იანვარი
„ბეემვეს“ ოფიციალურმა პირმა დაადასტურა, რომ მისი
კომპანია, სუბკომპაქტურ ელექტრულ i3-ის მყიდველს, დამატებითი ოპციის სახით, სვლის
სიშორის გასაზრდელად, მოტოციკლის ორცილინდრიან ძრავს და მასთან დაკავშირებულ
გენერატორს შესთავაზებენ. ამ ეტაპზე, ასეთ ოპციად ბავარიული კომპანია 1.5-ლიტრიან
სამცილინდრიან ძრავს განიხილავს.
„ბეემვე i3-ის“ წინასერიული პროტოტიპი აღჭურვილია
ელექტროძრავით, რომელიც 168 ცხენის ძალას და 250 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. ძრავს
ენერგიით ლითიუმ-იონური ელემენტების ბლოკი ამარაგებს, რომლის ტევადობაც დაახლოებით
160 კილომეტრის გასავლელადაა საკმარისი. დისის თქმით, თუ ავტომობილი მოტოციკლის
ორცილინდრიანი ძრავითაც აღიჭურვება, ერთი მცირე ავზის დახმარებით, სვლის სიშორე
დამატებით 400 კილომეტრით გაიზრდება. ეს ძრავი საბარგულში განთავსდება და ის
ბორბლებს არ დაუკავშირდება.
დისი დასძენს, რომ „ბეემვეს“ მარკეტოლოგების ვარაუდით,
გაყიდვების დასაწყისში, მყიდველთა ნახევარი სვლის სიშორის გასაზრდელად, შიდაწვის
ძრავისა და გენერატორის ტანდემსაც შეუკვეთავს. მაგრამ მოგვიანებით, ასეთ მყიდველთა
წილი 20 პროცენტამდე შემცირდება.
No comments:
Post a Comment