დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Thursday, January 10, 2013

„რეინჯ როვერ ევოუკი“ სიცილიურ ყვითელში

New Range Rover Evoque Sicilian Yellow Limited Edition Model
10 იანვარი

„რეინჯ როვერ ევოუკი“ ნამდვილი ჰიტია. ამ კომპაქტურმა ქროსოვერმა უკვე არაერთი ჯილდო მოიპოვა და „ლენდ როვერის“ გაყიდვების არნახულ ზრდასაც შეუწყო ხელი. მაგრამ ბრიტანული კომპანია მიღწეულს არ სჯერდება და მყიდველს თავისი ბესტსელერის ახალ, სპეციალურ ვერსიებს სთავაზობს.

ასეთი სპეცვერსიები ყოველთვის განსაკუთრებული მოთხოვნით სარგებლობს ბაზარზე და სდავარაუდოდ, გამონაკლისი არც „ევოუკ სიცილიან იელოუ“ იქნება, რომელსაც პირველად ბრიუსელის მოტორ შოუზე წარადგენენ და მყიდველს მაისიდან შესთავაზებენ. რა თქმა უნდა, ეს ვერსია შეზღუდული რაოდენობით დამზადდება.


ვერსია „სიცილიან იელოუ“ „ევოუკ დინამიკ პლუსზის“ სამ და ხუთკარიან ვერსიებზეა ბაზირებული. მისი მთავარი განმასხვავებელი ნიშანი ორი ახალი ფერია - სიცილიური ყვითელი და სანტორინის (სანტორინი კუნძულია ეგეოსის ზღვაში) შავი. ორივე ფერს სპეცვერსიის ყველა ავტომობილზე გამოიყენებენ. ამასთან, თუ საბაზო ყვითელია, ასეთ ავტომობილს სახურავი შავი ექნება და პირიქით, თუ მთავარი ფერი შავია, მას სახურავი და სარკეები ყვითელი ექნება.


რაც შეეხება ინტერიერს, მნიშვნელობა არ აქვს, რა ფერისაა ძარა, სალონი მაინც შავ ფერში გამოეწყობა, რომელთანაც ყვითლად შეღებილი ზოგიერთი დეტალი ლამაზ კონტრასტს შექმნის. გარდა ამისა, ვერსია „სიცილიან იელოუ“ პირველი „ევოუკი“ იქნება, რომლის მყიდველსაც ახალ, „ბლექ დიზაინ“ პაკეტს შესთავაზებენ. ამ პაკეტში შედის: უკანა სპოილერი, დაბურული წინა ფარები და სანისლე ფარები, 20-დუიმიანი ბორბლები, სანტორინის შავ ფერში შეღებილი ბამპერის სექციები და გამოსაბოლქვის შავი მილები.
გარდა ამისა, „ევოუკ სიცილიან იელოუს“ ძრავების განსხვავებული გამა ექნება. სპეციალური მოდელის ფასი მოგვიანებით გამოქვეყნდება.

No comments:

Post a Comment