დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Monday, January 7, 2013

ბერლინი „ჰირიკოს“ ირჩევს

Hiriko folding EV chosen for Berlin car-sharing program
7 იანვარი

მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის, ბასკურ ინოვაციურ ცენტრ „დენოკინის“ და ესპანელ ბიზნესმენთა კონსორციუმის ერთობლივი პროდუქტი, დასაკეცი ელექტრომობილი „ჰირკო ფოლდი“ მალე ევროპის დიდ ქალაქებში გამოჩნდება. ამ ქალაქებიდან ერთ-ერთი პირველი კი ბერლინი გახდება.
ამ ავტომობილის მთავარი თვისება ისაა, რომ ისედაც პატარა, სადგომზე გაჩერებისას იკეცება და ძალიან მცირე ადგილს იკავებს. დაკეცვისას, „ჰირიკოს“ სალონი „წამოდგება“, მის ქვეშ კი შასის უკანა ნაწილი შეცურდება. ასეთი პატარა ავტომობილი მისწრება იქნება ევროპული ქალაქების ქუჩებისთვის, სადაც გადაადგილებაც და პარკირენბაც გართულებულია.

ბერლინში „ჰირიკო ფოლდი“, ეგრეთ წოდებულ ავტომობილების გაცვლის პროგრამაში ჩაერთვება. საპილოტო პროგრამას კომპანია „დოიჩე ბანი“ იწყებს, რომელიც გერმანიაში სარკინიგზო ქსელს ამუშავებს. ამ კომპანიას შემუშავებული აქვს ავტო გაქირავების სისტემა, რომელიც მალე ამუშავდება.
„ჰირიკო ფოლდს“, რომელიც დაუკეცავადაც „სმარტ ფორთუზე“ მოკლეა, ეგრეთ წოდებულ „ბოლო მილის“ საფეხურის როლი დაეკისრება. უფრო კონკრეტულად, ეს პატარა ავტომობილები, „დოიჩე ბანის“ მიერ ოპერირებად სადგურებში, რკინიგზის მგზავრებს დაელოდება, რომლებიც სურვილისამებრ, „ჰირიკოთი“ სადგურიდან სახლამდე, ან სხვა დანიშნულების ადგილამდე მივლენ.
რამდენიმე „ჰირიკო“ ბერლინის გზებზე სატესტო პროგრამას წელს გაივლის, „დოიჩე ბანის“ პროგრამაში მომავალი წლიდან ჩაერთვებიან.

No comments:

Post a Comment