დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Thursday, January 3, 2013

„რეინჯ როვერის“ დიდი მოგზაურობა ბრიტანეთსა და მაროკოს შორის

Range Rover SDV8 Tows an Airstream 684 Series 2 from England to Morocco and Back
3 იანვარი
ყველამ იცის, რომ „ლენდ როვერის“ ავტომობილები უგზოობას ისევე კარგად იტანენ, როგორც სედანები ასფალტს, პრემიუმ ქვებრენდ „რეინჯ როვერის“ ავტომობილები კი მგზავრებს კომფორტის უმაღლეს დონესაც სთავაზობენ. და რა თქმა უნდა, ბრიტანული კომპანია, თავისი ავტომობილების შესაძლებლობათა დემონსტრირებას დიდი სიამაყით ატარებს.


ასეთი სადემონსტრაციო ვოიაჟი ახლახანს სრულიად ახალმა „რეინჯ როვერმა“ შეასრულა, რომელსაც ამერიკულ კომპანია „ეარსტრიმის“ მაღალი კლასის, ალუმინისგან დამზადებული კემპინგ-მისაბმელი შეუწყვილეს. გამწევის როლი, 334-ცხენისძალიანი ტურბო დიზელით აღჭურვილმა „რეინჯ როვერმა“ შეასრულა. ვოიაჟი ბრიტანეთში, „ეარსტრიმის“ ევროპულ სათაო ოფისში დაიწყო და მაროკოში, ატლასის მთიანეთამდე გაგრძელდა, საიდანაც უკან დაბრუნდა და ისევ ბრიტანეთში დასრულდა.




მოგზაურობა 11 დღე გრძელდებოდა. ზოგჯერ ეკიპაჟს დღეში 12 საათი უწევდა მგზავრობა. უგზოობის ლიმუზინი ადვილად მიათრევდა უზარმაზარ მისაბმელს, რომელიც 2.339 კილოგრამს იწონის. მოგზაურობის დისტანციამ 5915 კილომეტრი შეადგინა. ამ დამქანცველი მოგზაურობის დროს, ეკიპაჟი არც ცუდ გზებს ერიდებოდა, მაგრამ „რეინჯს“ ერთხელაც არ გასჭირვებია.



„ახალ „რეინჯ როვერს“ გამწევის შესანიშნავი შესაძლებლობები აქვს. ის თითქმის ორნახევარტონიან „ეარსტრიმს“ ისე ადვილად ატარებდა, თითქოს ის არც ჰქონდა მიბმული“, - ამბობს გარბენის ორგანიზატორ კომპანია „სამუელსონ უილის“ დამაარსებელი ბენ სამუელსონი. მანვე „ეარსტრიმის“ მისაბმელი მაღალი კლასის სასტუმრო ნომერს შეადარა, რომელიც ჩვეულებრივი სასტუმროსგან იმით განსხვავდება, რომ ბორბლებზე დგას.



No comments:

Post a Comment