24 იანვარი
ჯერ კიდევ მანამ,
სანამ ბაზარზე განახლებული „ფიესტა“ გამოვიდოდა, ის ევროპის ბაზრის არამხოლოდ სუბკომპაქტური
სეგმენტის, არამედ მთლიანად ბაზრის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ავტომობილი იყო. გასულ
წელს კი ამ ავტომობილმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა - ამერიკული კომპანიის
ინფორმაციით, „ფიესტა“ ევროპის სუბკომპაქტური სეგმენტის ბესტსელერი გახდა.
„გასული წელი „ფიესტასთვის“
ფანტასტიური იყო როგორც ევროპაში, ასევე მთელი მსოფლიოში. ამ შესანიშნავ
ავტომობილში არის ყველაფერი, რასაც მომხმარებელი პატარა ავტომობილისგან ელის -
სტილი, ხარისხი, ეფექტურობა და უახლესი ტექნოლოგიები“, - ამბობს „ფორდის“ ევროპული
შტოს ვიცე პრეზიდენტი როელანტ დე ვაარდ, ვინც მარკეტინგის, გაყიდვებისა და სერვისის
საქმეებს კურირებს.
ახლანდელ „ფიესტას“, თავისი
სასიცოცხლო ციკლის ნახევარი გავლილი აქვს და მისი განახლებაც უკვე ჩატარდა.
განახლებული ავტომობილი სერია ეკობუსტის 1.0-ლიტრიანი ძრავით აღიჭურვა, რომელიც
უფრო დიდი ძრავებივით მძლავრიცაა და მათზე გაცილებით ეკონომიურიც. უფრო მეტიც,
საწვავის მცირე ხარჯით, ის დიზელის ძრავებსაც კი მისცემს ფორას.
ვიდეო
No comments:
Post a Comment