დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, January 23, 2013

„რენო ზოის“ დამუხტვა მოუხერხებელია, თუმცა...


Charging Renault Zoe from Regular Socket Is Highly Impractical
23 იანვარი
ახლახანს „რენომ“ ელექტრომობილ „ზოის“ წარმოება დაიწყო, რომელიც ყველანაირი თვალსაზრისით, ძალიან იმედისმომცემი ავტომობილია - არის იაფი, აქვს საკმარისად დიდი სვლის მარაგი. ყველა შანსია იმისათვის, რომ ის პირველი მასობრივი ელექტრომობილი გახდეს. მაგრამ სანამ ასე მოხდება, ფრანგულ კომპანიას ერთი პრობლემის მოგვარება მოუწევს.

საქმე ისაა, რომ საყოფაცხოვრებო ელექტროქსელიდან „ზოის“ ელემენტების ბლოკის (მისი ტევადობა 22 კილოვატსაათია) დამუხტვას ძალიან დიდი დრო - ოცი საათი სჭირდება, რაც ძალიან არაპრაქტიკულია. არსებობს გამოსავალი - შესაძლებელია ავტომობილთან ერთად, სწრაფად დასამუხტი მოწყობილობის შეძენა, რაც 1000 ევრო დაგიჯდებათ...
ამის მიუხედავად, საფრანგეთში „ზოის“ შეძენა ხელსაყრელია. ელექტრომობილის სასტარტო ფასი იქ 15 700 ევროა. ამას აკლდება საფრანგეთში ეკოლოგიურად სუფთა ავტომობილებისთვის დაწესებული შეღავათი, რაც 5000 ევროს შეადგენს. ამგვარად, დასამუხტში ზედმეტი ათასი ევროს გადახდის, მიუხედავადაც, „ზოის“ ფასი ხელმისაწვდმი რჩება.
შეგახსენებთ, რომ ამ ელექტრომობილს მამოძრავებელ ძალას ელექტროძრავი ანიჭებს, რომლის სიმძლავრე 88 ცხენის ძალა, მაბრუნი მომენტი კი, რომელსაც ძრავის დაქოქვისთანავე ავითარებს, 220 ნიუტონმეტრია. ელემენტების ბლოკის ტევადობა საკმარისია იმისათვის, რომ მათი ერთი დამუხტვით, დაახლოებით 200 კილომეტრი გაიაროთ.
ყველა სიკეთესთან ერთად, „ზოი“ კარგადაცაა ეკიპირებული. კერძოდ, მისი მაჩვენებლების დაფაზე ცენტრალური ადგილი ტაბლეტ R-ლინკს უკავია, რომელსაც უნივერსალური ფუნქცია აქვს. გარდა ამისა, ავტომობილი აღჭურვილია ჰაერის კონდიცირების სისტემით, ფანჯრების ელექტრული ამწევით, უსაფრთხოების პაკეტით, როგორიც „რენოს“ პატარა ავტომობილებზე გვხვდება და სხვა.

No comments:

Post a Comment